ორთოპედიული პროდუქტები ორსულებისთვის

ქალის ცხოვრებაში ორსულობის პერიოდს  ბევრ სასიამოვნო მოვლენასთან ერთად, გარკვეული ცვლილებებიც ახლავს თან.  ჯანმრთელობის პრობლემები ამ დროს, როგორც წესი,სხვადასხვა მიმართულებით იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, ქალების დიდ ნაწილში ორსულობის ვადის მატებასთან ერთად  არსებული  ვენების ვარიკოზული დაავადება მწვავდება. ხშირია ასევე  წონის მატება, მუცლის დაწევა და  წელის ტკივილი. სწორედ ამიტომ ორსული ქალბატონების უმრავლესობა ამ პრობლემების დასაძლევად სპეციალურ ორთოპედიულ პროდუქციას იყენებს.

რა პროდუქტებს გთავაზობთ კომპანია “ახალი ხედვა” ორსულებისთვის?

ორსულებისთვის განკუთვნილი მრავალფეროვანი პროდუქციაა წარმოდგენილი კომპანია “ახალი ხედვაში.”  უმაღლესი ხარისხის ეს ორთოპედიული პროდუქტები ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე  12 ორთოპედიულ მაღაზიაშია წარმოდგენილი.  ორსულობის პერიოდში ქალები, ძირითადად, საორსულე ქამრებს, სპეციალურ კორსეტებს, კომპრესიულ  წინდებსა და ორთოპედიულ  ბალიშებს იყენებენ. განვიხილოთ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები ორსულებისთვის, რომლებიც კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებშია წარმოდგენილი:

● ვარიკოზის საწინააღმდეგოკოლგოტი ორსულთათვის - ორსული ქალბატონები ვენების ვარიკოზული გაგანიერების რისკის ქვეშ იმყოფებიან,ამიტომ ვენური დაავადების პრევენციისთვის რეკომენდებულია სპეციალური კომპრესიული კოლგოტის გამოყენება,რომელიც ხელს უწყობს ქვემო კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას და ხელს უშლის შეშუპების ჩამოყალიბებას.

● ორსულობის ბანდაჟი - ხელს უწყობს ზურგის და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. ძირითადად გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ასევე პოსტურული დარღვევბისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს. ბანდაჟი ხელმისაწვდომია ზურგდამჭერითა და მის გარეშე.

● ორთოპედიული ბალიში - ორსულობისას ასევე იყენებენ რეფლუქსის საწინააღმდეგო და სავარძლის ორთოპედიულ ბალიშებს.სავარძლის ბალიში ამცირებს დატვირთვას მცირე მენჯის ვენებზე და ხელს უშლის ჰემოროის პროგრესირებას.

● სუპინატორი - ორსულობისას, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში ფეხზე დატვირთვა იზრდება, დუნდება კუნთოვანი და მყესოვანი სისტემა, რასაც ხშირად ბრტყელტერფიანობა მოსდევს. განსაკურებით აღინიშნება განივი მეტატარზალური თაღის ფორმის შეცვლა და წინა ტერფის ძვლების განზე გასვლა. ამ დროს ქალებს ჰგონიათ, ფეხი გაეზარდათ, რადგან იმავე ზომის ფეხსაცმლის გამოყენება უჭირთ.ასეთ შემთხვევაში,საჭიროა განწვრივ და განივ თაღებს დავეხმაროთ ფორმის შენარჩუნებაში, რის საშუალებასაც გვაძლევს ინდივიდუალური ან სტანდარტული სუპინატორი.

წყარო: newposts.ge