რუსმა ტანმოვარჯიშემ, ივან კულიაკმა, რომელმაც დოჰაში გამართულ მსოფლიო თასის ეტაპზე მე-3 ადგილი დაიკავა, დაჯილდოებისას მაისურზე ასო "Z” დაიწება, რამაც უამრავი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა თავიანთი ქვეყნის დროშითა და სახელით აუკრძალა. სწორედ დროშის ადგილას დაიწება კულიაკმა ასო "Z”.
კულიაკის პროვოკაციას დიდი აღშფოთება იმის გამოც მოჰყვა, რომ რუსი პოდიუმზე უკრაინელ ტანმოვარჯიშესთან, ილია კოვტუნთან, ერთად იდგა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა.
Tags:
sporti


.jpeg)



0 Comments