ახალი ამბები,შემთხვევა,shemtxveva,სოფელ შავშვებთან ავარიის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი 8 წლის ბავშვია

გორი-იგო­ე­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე, სო­ფელ შავ­შვებ­თან მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი კი მძი­მედ და­შავ­და.

გარ­დაც­ვლილ­თა­გან ერთი 8 წლის ბავ­შვია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა და­შა­ვე­ბულს, 9 წლის მო­ზარ­დმა ავა­რი­ის შე­დე­გად მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. ის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მიერ გორ­ში, კლი­ნი­კა „გორ­მედ­შია“ გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას ავ­ტო­ბან­ზე მოძ­რა­ვი მან­ქა­ნა გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვარ­და და ამობ­რუნ­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის და წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

წყარო: ambebi.ge