ახალი ამბები,შოუ ბიზნესი,shou-biznesi,ალისია ვიკანდერის თქმით, ზოგიერთ ფილმში სექსის სცენების გადაღების დროს, თავს დაუცველად გრძნობდა - მსახიობის სკანდალური განცხადება

თავს დაუცველად გრძნობდა - მსახიობის სკანდალური განცხადება, შვე­დი მსა­ხი­ო­ბი, ალი­სია ვი­კან­დე­რი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე დაგ­რო­ვე­ბულ ნე­გა­ტი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს და იხ­სე­ნებს გა­და­ღე­ბი­სას ისეთ სცე­ნებს, როცა ის თავს და­უც­ვე­ლად გრძნობ­და.

საქ­მე ეხე­ბა ალი­სი­ას კა­რი­ე­რის და­სა­წისს და ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბის გა­და­ღე­ბას.

“Tomb Raider”-ის ვარ­სკვლავ­მა Harper's Bazaar-თან ისა­უბ­რა, თუ რა­ო­დენ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ყოფ­ნას. (ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ფილ­მე­ბის და სე­რი­ა­ლე­ბის გა­და­ღე­ბი­სას ინ­ტი­მურ სცე­ნებს უკე­თებს ქო­რე­ოგ­რა­ფი­რე­ბას).

"ერ­თა­დერ­თი რამ, რა­საც იმპრო­ვი­ზა­ცი­ას ვერ გა­უ­კე­თებ, ინ­ტი­მუ­რი სცე­ნაა - გარ­კვე­უ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფია უნდა გქონ­დეს და მას მიჰ­ყვე. ყვე­ლა­ზე ცუდი ასე­თი სცე­ნე­ბის გა­და­ღე­ბაა. მე ჩემს სხე­ულ­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ, ბევ­რი შიშ­ვე­ლი და ინ­ტი­მუ­რი სცე­ნაც გა­და­მი­ღია, მაგ­რამ ად­ვი­ლი არას­დრო­საა“, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

ახალი ამბები,შოუ ბიზნესი,shou-biznesi,ალისია ვიკანდერის თქმით, ზოგიერთ ფილმში სექსის სცენების გადაღების დროს, თავს დაუცველად გრძნობდა - მსახიობის სკანდალური განცხადება

ვი­კან­დე­რი ნატ­რობს, რომ ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი მისი კა­რი­ე­რის და­სა­წყის­შიც ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

"ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­შიც აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ, როცა თავი და­უც­ვე­ლად მიგ­რძვნია“, - ამ­ბობს შვე­დი ვარ­სკვლა­ვი და ერთ-ერთ გა­და­ღე­ბას იხ­სე­ნებს, რომ­ლის დრო­საც ყვე­ლა თა­ვის საქ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თვი­თონ კი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შიშ­ველს მო­უ­წია ჯდო­მა.

"ამ დროს ვი­ღაც უნდა გა­მოჩ­ნდეს ხა­ლა­თით, მაგ­რამ არა­ვინ მო­სუ­ლა. გვი­ან მივ­ხვდი, რომ ეს არას­წო­რი მო­პყრო­ბაა, ჩემ­თვის ყუ­რა­დღე­ბა უნდა მო­ექ­ცა­ი­ათ“, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

ახალი ამბები,შოუ ბიზნესი,shou-biznesi,ალისია ვიკანდერის თქმით, ზოგიერთ ფილმში სექსის სცენების გადაღების დროს, თავს დაუცველად გრძნობდა - მსახიობის სკანდალური განცხადება

ალი­სია ვი­კან­დე­რი და მა­იკლ ფას­ბენ­დე­რი
ცნო­ბის­თვის, ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბა ამ­გვა­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი ტო­ვებს გა­და­სა­ღებ მო­ე­დანს და მხო­ლოდ კო­ორ­დი­ნა­ტო­რი და მსა­ხი­ო­ბე­ბი რჩე­ბი­ან. ისი­ნი ერ­თობ­ლი­ვად წყვე­ტენ, რო­გო­რი სცე­ნის გა­და­ღე­ბა იქ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბის კომ­ფორ­ტის ზო­ნის ფარ­გლებ­ში და რა დროს იგ­რძნობს თავს უხერ­ხუ­ლად. შემ­დეგ გუნ­დი მი­ნი­მა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით ბრუნ­დე­ბა მო­ე­დან­ზე, კო­ორ­დი­ნა­ტო­რიც აქვე რჩე­ბა, რათა დარ­წმუნ­დეს, რომ გა­და­ღე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ყვე­ლა კარ­გად გრძნობ­დეს თავს.

წყა­რო: insider
მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა
აღებულია:  ambebi.ge