ახალი ამბები, შოუ ბიზნესი, shou-biznesi,ამ როლებით საქართველოზე მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს - რას ამბობს თორნიკე გოგრიჭიანი ნეტფლიქსის ფილმის შესახებ


"ნე­ტფ­ლიქ­სის" პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მის "Extraction"-ის მე­ო­რე ნა­წი­ლი - "Extraction 2" მალე ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მო­ვა. მისი გა­მოს­ვლის თა­რი­ღად 2022 წლის მა­ი­სი და­სა­ხელ­და.

კი­ნო­სუ­რათ­ში სამი ქარ­თვე­ლი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას - თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნი, თინა და­ლა­ქიშ­ვი­ლი და დათო ბახ­ტა­ძე.

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ფილმშიც ქარ­თვე­ლებს გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ. თინა და­ლა­ქიშ­ვი­ლის გმირს ქე­თე­ვა­ნი ერ­ქმე­ვა, დათო ბაქ­რა­ძის გმირს - ავ­თან­დი­ლი, თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნი­სას კი - ზუ­რა­ბი. ფილ­მის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი 2020 წელს გა­მო­ვი­და და "ნე­ტფ­ლიქსზე" 99 მი­ლი­ონ­ზე მეტი ნახ­ვა აქვს.

თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნი:

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მეც ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ! წინ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შა­ოა. რო­გორც იტყვი­ან - გა­სა­კე­თე­ბე­ლი კი­დევ ბევ­რია! კი­დევ არის ახა­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რა­ზეც შემ­დგომ­ში ვი­სა­უბ­რებ.

- რა უძღო­და წინ, რა­საც ამ თქვენს დიდ წარ­მა­ტე­ბას უმად­ლით?

- ყვე­ლა­ფე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი... შე­იძ­ლე­ბა არ იყოს გმი­რის როლი, ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნის როლი გერ­გოს, მაგ­რამ მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად გა­ნა­სა­ხი­ე­რო და სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. რო­ლებ­ზე მეტს წი­ნას­წარ ვერ გე­ტყვით, პრე­მი­ე­რა იქ­ნე­ბა და მა­ყუ­რე­ბელ­მა შე­ა­ფა­სოს.

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის გამო, გარ­კვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბი იყო, იმე­დია, მალე დამ­თავ­რდე­ბა და გა­და­ღე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად და­ი­წყე­ბა... გა­და­ღე­ბე­ბი იქ­ნე­ბა სლო­ვა­კეთ­ში, ჩე­ხეთ­ში, სხვა ქვეყ­ნებ­ში.

- თქვე­ნი გმი­რე­ბი რომ გაგ­ვაც­ნოთ...

- ამ რო­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ზე მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ი­გებს და ეს ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

წყარო: kvirispalitra.ge