ილია ჭავჭავაძის და ოლღას საიდუმლო მიმოწერა - წერილები წარსულიდან

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ და ოლღა გუ­რა­მიშ­ვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 1863 წლის იან­ვარ­ში გა­იც­ნეს. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი. ოლ­ღას ძა­ლი­ან შეძ­ლე­ბუ­ლი მამა ჰყავ­და. მისი მა­მუ­ლე­ბი ავ­ჭა­ლამ­დე ყო­ფი­ლა გა­და­ჭი­მუ­ლი. ილი­ას და ოლ­ღას ჯვრის­წე­რა სა­ი­დუმ­ლოდ მოხ­და 1863 წლის 10 აპ­რილს. ჯვრის­წე­რის შემ­დეგ ოლ­ღას მამა ავ­ჭა­ლა­ში და­სახ­ლდა, სა­გუ­რა­მოს მა­მუ­ლე­ბი კი თა­ვის ორ ქა­ლიშ­ვილს - ოლ­ღას და ეკა­ტე­რი­ნეს და­უ­ტო­ვა მზითვში.

ოლ­ღას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ილია და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მხარ­ში ედგა მას. გაც­ნო­ბის მერე პირ­ვე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ოლ­ღას გა­მო­უ­ჩე­ნია. მან თა­ვი­სი მე­გობ­რის, ნინო ორ­ბე­ლი­ა­ნის (ყაფ­ლა­ნაშ­ვი­ლის) ხე­ლით ილი­ას წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რა­ზეც შემ­დე­გი პა­სუ­ხი მი­ი­ღო:

„მი­თხა­რით, – სად შევ­ხვდეთ. დრო­ის გამო ნუ სწუხ­დე­ბით, დროს ყო­ველ­თვის მოვ­ნა­ხავ, ოღონდ ერთი დღით ადრე მაც­ნო­ბეთ. ი. ჭ.“ (16 იან­ვა­რი, 1863 წ.) – ეს არის პირ­ვე­ლი წე­რი­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მიერ სხვა­დას­ხვა დროს ოლ­ღა­სათ­ვის გაგ­ზავ­ნი­ლი იმ 240-მდე წე­რი­ლი­დან, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია.

მო­დით, რამ­დე­ნი­მე წე­რი­ლი გა­ვიხ­სე­ნოთ:

[18 იან­ვა­რი, 1863 წ.]

სა­დაც ნაბ­რძა­ნე­ბი მქონ­და ყოფ­ნა, იქ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ვნა­ხე, ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გობ­რის ბრა­ლია. მან ექვს სა­ათ­ზე გად­მომ­ცა წე­რი­ლი, შვი­დის თხუთ­მეტ წუთ­ზე კი მე უკვე სი­ცი­ვი­სა­გან ვკან­კა­ლებ­დი ჭიშ­კარ­თან. ორ­ჯერ უნდა შევ­ხვედ­რო­დით. მერ­მე ბ-ძეს­თან გა­სათ­ბო­ბად მი­ვე­დი, შემ­დეგ ისევ, თუ არა ვცდე­ბი, ათი წუთი ვი­დე­ქი გა­რეთ, კვლავ უშე­დე­გოდ.

ხვალ შუ­ა­დღი­სას, სრულ პირ­ველ სა­ათ­ზე, ბ-ძეს­თან მო­ვალ; ხომ შე­იძ­ლე­ბა გნა­ხოთ, თუნ­დაც აი­ვან­ზე? რომ არ გა­ი­ყი­ნოთ. გაფრ­თხი­ლებთ, სრულ პირ­ველ სა­ათ­ზე ვიქ­ნე­ბი. თუკი თქვე­ნი ნახ­ვა არ მო­ხერ­ხდე­ბა, შე­ე­ცა­დეთ ყო­ველ შემ­თხვე­ვი­სათ­ვის და­მა­ნახ­ვოთ ბარ­ბა­რე, რო­მელ­საც, რო­გორც გა­გე­ბუ­ლი მაქვს, ყვე­ლა­ფერს ენ­დო­ბით. რა­მეს რომ მი­ვაღ­წი­ოთ, სა­ჭი­როა გა­ვიც­ნო მისი ღირ­სე­უ­ლი ფი­ზი­ო­ნო­მია. შე­ი­წუ­ხოს თავი და ინე­ბოს ერთი-ორ­ჯერ გა­ი­არ-გა­მო­ი­ა­როს ეზო­ში, უკა­ნა კი­ბის მხა­რეს, - ალ­ბათ ბედი მეწ­ვე­ვა და ვე­ღირ­სე­ბი ფან­ჯრი­დან მის და­ნახ­ვას.

მე მგო­ნია, ხი­ფათ­ში იგ­დებთ თავს, როცა პა­ე­მანს მი­ნიშ­ნავთ თქვენს სახ­ლში, სა­დაც ასი თვა­ლი გით­ვალ­თვა­ლებს. მე ბევ­რი რა­მის, ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გამო მინ­და გე­სა­უბ­როთ. მე­ში­ნია, ვა­ი­თუ სიჩ­ქა­რით ყვე­ლაფ­რის თქმა ვერ მო­ვას­წრო, თა­ნაც თქვენ­თვი­საც მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ყუ­რის გდე­ბა, სა­დაც პა­ტა­რა შა­რი­შურ­მაც კი შე­საძ­ლოა შიში გა­მო­იწ­ვი­ოს და ყუ­რა­დღე­ბა წა­გარ­თვათ. ყვე­ლა­ფერს აჯო­ბებს შევ­ხვდეთ სად­მე სხვა­გან, თქვე­ნი სახ­ლის­გან მო­შო­რე­ბით, თუნ­დაც, მა­გა­ლი­თად, ტა­ძარ­ში. მაგ­რამ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ნება თქვე­ნია, მიბ­რძა­ნეთ, რა­საც ინე­ბებთ, მე ყვე­ლა­ფერს შე­ვას­რუ­ლებ. ოღონდ, გთხოვთ, ეს ერთი და­ი­მახ­სოვ­რეთ: არა­ვის არ უთხრათ არა­ფე­რი, არა­ვის ენ­დოთ, ადა­მი­ან­ნი ყო­ველ­თვის ბო­როტ­ნი არი­ან, ძნე­ლად თუ ვინ­მემ და­ფა­როს სა­ი­დუმ­ლო, მით უმე­ტეს ისე­თი ში­ნა­არ­სი­სა, რო­გო­რიც თქვე­ნია.

P. S. რაც უფრო ადრე ვნა­ხავთ ერ­თმა­ნეთს, მით უკე­თე­სია, - ბევ­რი რამ მინ­და გად­მოგ­ცეთ. დღეს­ვე მი­პა­სუ­ხეთ ამ ნაჩ­ქა­რევ წე­რილ­ზე. გვა­რი მო­ა­წე­რეთ, რისი გე­ში­ნი­ათ? ერთხელ თუკი მენ­დეთ, მა­შინ სრუ­ლად და ბო­ლომ­დე მო­მენ­დე­ვით.

გთხოვთ, წე­რი­ლი და­აბ­რუ­ნოთ, მი­ზეზს, როცა შევ­ხვდე­ბით მა­შინ აგიხ­სნით.

ი. ჭ.

***

[6 თე­ბერ­ვა­ლი, ღა­მის სამი სა­ა­თი, 1863 წ.]

ჩემო კარ­გო ოლი­კო! რა კე­თი­ლი ხარ, ასე ხში­რად რომ მა­ხა­რებ შენი მხი­ა­რუ­ლი წე­რი­ლე­ბით. გე­ფი­ცე­ბი, მთე­ლი დღე შე­ნით ვსულ­დგმუ­ლობ. სტამ­ბა­შიც-კი, ამ მო­სა­წყენ სტამ­ბა­ში, გა­მუდ­მე­ბით თვალ­წინ მიტ­რი­ა­ლებ. ჩემ­თვის ის დღე რა დღეა, თუ შენი წე­რი­ლით არ გა­მი­თენ­და და შენი წე­რი­ლით­ვე არ და­მი­ღამ­და. შენც იმ­დენ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ, რომ იშ­ვი­ა­თად, ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად მი­თენ­დე­ბა მო­სა­წყე­ნი დღე. მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებ ამი­სათ­ვის ჩემს ძვირ­ფას ოლი­კოს. იმე­დი მაქვს, მერ­მეც ასეთ ყუ­რა­დღე­ბას გა­მო­ი­ჩენ შენი ილი­კოს მი­მართ!

გი­ხა­რია, კა­ხეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა­ზე უარს რომ ვამ­ბობ? თუ მარ­თლა გი­ხა­რია, იცი, ამ სი­ხა­რულს ვის უნდა უმად­ლო­დე? შენს ბარ­ბა­რეს. იმან მარ­თლაც შე­მა­ში­ნა, მი­თხრა, რომ ჩემ გამ­გზავ­რე­ბა­ზე ფიქ­რით თურ­მე შენ თავს აღარ ეკუთ­ვნი, რომ მთე­ლი დღე მო­წყე­ნი­ლი ხარ, დარ­დობ, მი­ზე­ზი­ა­ნობ, ბრა­ზობ, და ა. შ. ეს რომ აღარ გაგ­რძელ­დეს, მა­შინ­ვე გა­დავ­წყვი­ტე, თუნ­დაც კა­ხეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი ყი­რა­ზე დად­გეს, აღარ გა­ვემ­გზავ­რო. დავ­რჩე­ბი, რომ ჩემი გიჟი და მი­ზე­ზი­ა­ნი ოლი­კო და­ვამ­შვი­დო. შენ, ჩემო მე­გო­ბა­რო, რაცა გსურს მიბ­რძა­ნე, გე­ფი­ცე­ბი, შენი ილი­კო ყვე­ლა­ფერს შე­ნე­ბუ­რად გა­ა­კე­თებს. რა­ტომ არ ამიკ­რძა­ლე გამ­გზავ­რე­ბა გუ­შინ­ვე, როცა გამ­გზავ­რე­ბის ამ­ბა­ვი გი­თხა­რი? ეს არაა შენი მხრით კარ­გი, ეს ნიშ­ნავს, _ შენ თით­ქოს ჩემი ხარ, ამას­თა­ნა­ვე თით­ქოს ბო­ლომ­დე არა ხარ ჩემი, არ იყე­ნებ შენს უფ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც მო­გე­ნი­ჭა მას შემ­დეგ, რაც ჩემი თავი შე­ნად ვა­ღი­ა­რე, შენი კი _ ჩე­მად. რო­გორც ამ­ბობ ხოლ­მე, შენ მარ­ტო ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე კი არა, ჭეშ­მა­რი­ტი მე­გო­ბა­რი­ცა ხარ. მაშ რა­ტომ არ უნდა უთხრა მე­გო­ბარს, რა გწყინს, რა გი­ხა­რია. არ იფიქ­რო, ოლი­კო, თით­ქოს ვჯავ­რობ­დე. მე ისე კი არ მიყ­ვარ­ხარ და ისე კი არა გცემ პა­ტივს, რომ ნება მივ­ცე ჩემ თავს გა­ჯავ­რე­ბი­სა. მაგ­რამ ცო­ტა­თი არ მე­სი­ა­მოვ­ნა, _ შენ არ გინ­დო­და ჩემი გამ­გზავ­რე­ბა და არ კი მი­თხა­რი თი­თონ­ვე გუ­შინ. ერთი გებ­რძა­ნე­ბი­ნა და და­უ­ნა­ნებ­ლად დავ­რჩე­ბო­დი, შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთხელ ზედ­მე­ტად მე­კოც­ნა ამი­სათ­ვის.

ჭა­მის მადა კი­დევ არა გაქვს? ნუ წუ­ხარ, ჩემო კარ­გო, მეც არა მაქვს ჭა­მის მადა. ეს ჭეშ­მა­რი­ტად ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი შე­დე­გია სიყ­ვა­რუ­ლი­სა და არა კარ­ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბი­სა, რო­გორც შენი ექი­მი გარ­წმუ­ნებს. დიახ, ჩემო მე­გო­ბა­რო, მე და შენ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვართ ერთი სე­ნით _ სიყ­ვა­რუ­ლით. აბა, იმ ექიმს სად შე­უძ­ლია მიხ­ვდეს, თუ რა სე­ნია ეს სენი, რო­მელ­საც ზოგ­ჯერ ბედ­ნი­ე­რე­ბას უწო­დე­ბენ.

დე, იმან ისე იფიქ­როს, რო­გორც მო­ი­სურ­ვებს, ჩვენ კი მა­დის და­კარ­გვა სიყ­ვა­რუ­ლის პოვ­ნას მი­ვა­წე­როთ. ისი­ნი, რო­გორ­ცა ჩანს, ერთ არ­სე­ბა­ში ვერა რიგ­დე­ბი­ან. შენ რო­გო­რა ფიქ­რობ, ჩემო ჭკვი­ა­ნო ქალო, რო­მე­ლი სჯო­ბია: მადა თუ სიყ­ვა­რუ­ლი? ხე­დავ, ჩემო მე­გო­ბა­რო, ერთი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მე­ო­რეს რო­გორ გა­მო­რი­ცხავს, რო­მე­ლი ვამ­ჯო­ბი­ნოთ? მე წი­ნას­წარ ვგრძნობ შენს ღი­მილ­სა და შენს პა­სუხს, ამ უც­ნა­ურ კი­თხვა­ზე, _ შენ გინ­და მი­თხრა: სიყ­ვა­რუ­ლი სჯო­ბი­აო. იყავნ ნება შენი, ჩემო ან­გე­ლო­ზო!

შენი უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე

ილი­კო ჭ(ავ­ჭა­ვა­ძე).

***

[20 თე­ბერ­ვა­ლი, 1863 წ.]

ოლი­კო! მე შე­ვი­ტყვე, რომ ამ ჩემს წიგნ­სა შენს გარ­და სხვა მკი­თხვე­ლიც ეყო­ლე­ბა, ამის გამო მე ბევ­რს არა­ფერს მოგ­წერ, თუმ­ცა სათ­ქმე­ლი ბევ­რია. ცუ­დად დატ­რი­ალ­და ჩვე­ნი საქ­მე, რო­გორ­ცა ვხე­დავ, _ არ ვიცი _ შენ მოგ­წონს თუ არა ეს ჩვე­ნი ყოფა? მე კი, სწო­რედ მო­გახ­სე­ნო, ვე­რაფ­რათ მე­ჭაშ­ნი­კა. მარ­თლა, ქალო, კვი­რა­ში ორ­ჯერ უნდა ვწე­როთ ხოლ­მე და მეტი არა? ეგ ვე­რა­ფე­რი ხუმ­რო­ბაა. შენი პორ­ტრე­ტი გა­მოგ­ზავ­ნე. რამ­კა ვი­ყი­დე კი­დეც.

შენი ილი­კო ჭავ­ჭა­ვა­ძე.

P.S. პა­სუ­ხი მო­ი­წე­რე.

***

ილია ჭავჭავაძის და ოლღას საიდუმლო მიმოწერა - წერილები წარსულიდან


დი­ლის ხუთი სა­ა­თი [28 თე­ბერ­ვა­ლი, 1863 წ.]

შენი სუ­ლი­სა ოლი­კო­ჯან! სად, რო­დის და სა­ი­დან შე­მამ­ჩნიე გუ­შინ? ნუთუ ისე­თი უბე­დუ­რი აღ­მოვ­ჩნდი, რომ ხე­ლი­დან გა­უშ­ვი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა!.. უც­ნა­უ­რია და გა­უ­გე­ბა­რი: სა­ღა­მოს 5 სა­ა­თამ­დე შინ ვი­ყა­ვი: 5-ზე გა­მო­ვე­დი შენს სა­ნა­ხა­ვად, მაგ­რამ სა­უ­ბე­დუ­როდ შენ არ­სად ჩან­დი. რო­დის­ღა და­მი­ნა­ხე? მომ­წე­რე _ მა­ინ­ტე­რე­სებს! რა­ტომ გუ­შინ­დელ წე­რილს არ მიბ­რუ­ნებ, ხომ არ მო­გე­წო­ნა?

ოჰ, ოჰ, ოჰ! რა ძვირ­ფას რა­მე­ებს მა­ფი­ცებ, რომ გი­ორ­გის­თან გა­ვემ­გზავ­რო. კე­თი­ლი, ჩემო ან­გე­ლო­ზო, მე მი­ვალ, მაგ­რამ, მარ­თა­ლი გი­თხრა, წარ­მა­ტე­ბის იმე­დი არა მაქვს, რად­გან ჩემი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წი­ნა­და­დე­ბა მის­თვის მე­ტად ცივი იქ­ნე­ბა, რო­გორც ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ეწო­დე­ბა. თუკი იმ­დე­ნად მო­წყა­ლე იქ­ნე­ბა, რომ გა­ი­გებს ღა­რი­ბი კა­ცის სი­ტყვას _ ხომ კარ­გი, თუ არა და, რაც ამას ცუდი მოჰ­ყვე­ბა, ჩემს ან­გე­ლოზს და­ვაბ­რა­ლებ, დე მან აგოს პა­სუ­ხი სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე. ვინ გე­ჩი­ჩი­ნე­ბა გი­ორ­გის­თან ჩემს მიგ­ზავ­ნა­ზე? ვინც ამას გე­უბ­ნე­ბა, იგი არ არის ჩვენ­და­მი კე­თი­ლად გან­წყო­ბი­ლი. მთე­ლი ჩემი უბე­დუ­რე­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მე გი­ორ­გი­სა არა მჯე­რა, იგი არ მო­ი­სურ­ვებს ჩვე­ნი საქ­მის კე­თი­ლად დაგ­ვირ­გვი­ნე­ბას. მუხ­რან­ბა­ტონ­მა, ვეჭ­ვობ, თავი და­იმ­ცი­როს და ჩემ­თან და­ნა­თე­სა­ვე­ბა ინ­დო­მოს. ასე რომ მოხ­დეს, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

განა მარ­ტო ის არის ასე გან­წყო­ბი­ლი? მთე­ლი შენი ნა­თე­სა­ო­ბა, ყვე­ლა­ზე ახ­ლობ­ლით და­წყე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ზე შო­რე­უ­ლით გა­თა­ვე­ბუ­ლი, ერ­თნა­ი­რად არი­ან თით­ქოს ელექტრო­ნით და­მუხ­ტულ­ნი ჩვე­ნი საქ­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. თუ ვინ­მე ახლა გე­თან­ხმე­ბა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბა, თით­ქოს მა­ში­ნაც და­გე­თან­ხმონ: ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­სა და, წარ­მო­იდ­გი­ნე, შენს ენერ­გი­ას ემორ­ჩი­ლე­ბი­ან, რად­გან იმე­დი აქვთ, თავ­ზე და­გახ­ვე­ვენ ბრწყინ­ვა­ლე ახალ­გაზ­რდო­ბას, და ყოვ­ლის მომ­სპო­ბი დრო­ი­სა და შენს ირ­გვლივ მო­ფუს­ფუ­სე­თა მოქ­ნი­ლი ოს­ტა­ტო­ბის წყა­ლო­ბით, თან­და­თან მო­ი­შო­რებ ჩე­მით გა­ტა­ცე­ბას, მერე სა­ბო­ლო­ოდ ამო­იგ­დებ გუ­ლი­დან ამ სი­სუ­ლე­ლეს, ე. ი. მე. მერ­წმუ­ნე, არც ერთი, რო­მე­ლიც თქვე­ნი ნა­თე­სა­ო­ბის დიდი ჯაჭ­ვის თუნ­დაც უკა­ნას­კნელ რგოლს წარ­მო­ად­გენს, არ მოქ­მე­დობს წრფე­ლად და პა­ტი­ოს­ნად, რო­გორ­ცა ფიქ­რობ. გა­ტყუ­ე­ბენ, არ გე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ამ­ჟა­მად, დროს უც­დი­ან, რომ უფრო ად­ვი­ლად მი­აღ­წი­ონ მი­ზანს, რაც იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ შენ თან­და­თან გა­ნელ­დე და და­ი­ვი­წყო ეს საქ­მე, რა­საც ახლა ასე მხურ­ვა­ლედ ეკი­დე­ბი. მარ­თა­ლია, ზო­გი­ერთ შენ ახ­ლო­ბელს იმი­ტომ უნდა ამ საქ­მის ჩაშ­ლა, რომ შენ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა სურს, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, ჩემ­თან უბე­დუ­რი იქ­ნე­ბი, ე. ი. არც სიმ­დიდ­რე და არც წარ­ჩი­ნე­ბა გექ­ნე­ბა. სხვებს ეს ზნე­ობ­რი­ვი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი მი­ზე­ზიც არა აქვთ, მათ ამოძ­რა­ვებს მხო­ლოდ ტრფი­ა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა _ ავ­ნონ მოყ­ვასთ. აი, ესე­ნი არი­ან ზი­ზღის ღირ­სნი. შენ მე­ტის-მე­ტად კე­თი­ლი ხარ, ჩემო ან­გე­ლო­ზო, რომ შე­ამ­ჩნიო ეს ოს­ტა­ტუ­რად და­გე­ბუ­ლი მა­ხე­ე­ბი, მე კი, სა­უ­ბე­დუ­როდ, არ შე­მიძ­ლია ეს და­ვიკ­ვე­ხო: მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რომ ენა შენ­თა ნა­თე­სავ­თა ერთს ამ­ბობს, ხოლო მათი გული სხვა რა­მეს უკარ­ნა­ხებს. ეს მე­ტად სამ­წუ­ხა­რო ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, და მე ძალ­ზე არ მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ რას ვი­ზამ? სჯო­ბია იცო­დე სამ­წუ­ხა­რო ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ვიდ­რე სა­სი­ხა­რუ­ლო სიც­რუე. მგო­ნი, არა ვცდე­ბი.

შენი ახ­ლობ­ლე­ბის ეს და­გე­ბუ­ლი მა­ხე­ე­ბი ჩემს წი­ნათ­გრძნო­ბას აკ­რთო­ბენ და უბე­დუ­რე­ბას უქა­დი­ან. მაგ­რამ არა უშავს რა, რაც მო­სახ­დე­ნია, მოხ­დეს! მე სხვა ვარ­სკვლავ­ზე ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი, ბედ­ნი­ე­რე­ბას შე­უძ­ლია სი­ცო­ცხლე შემ­მა­ტოს, მაგ­რამ უბე­დუ­რე­ბას არ შე­უძ­ლია ჩემი მოკ­ვლა. უბე­დუ­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა­თი შე­მარ­ყი­ოს, მაგ­რამ რომ წა­მაქ­ცი­ოს, _ ვე­რა­სო­დეს! ჩემ წინ დიდი გზაა გაშ­ლი­ლი, თუ ამ გზა­ზე არ მე­ღირ­სა ჩემ რჩე­ულ­თან ერ­თად გა­ვი­ა­რო, ე. ი. თუ ოლი­კომ გა­და­ი­ფიქ­რა ჩემ­თან ერ­თად და­ად­გეს ამ გზას, _ რაც ღმერ­თმა ნუ ქნას! _ მა­შინ, ყვე­ლაფ­რის დამ­კარ­გველს, დამ­რჩე­ბა ერთი იმე­დი _ ვი­ცხოვ­რო იმ წმი­და­თა-წმი­და მიზ­ნი­სათ­ვის, რო­მე­ლიც მე დიდი ხა­ნია ავირ­ჩიე. ერთი სი­ტყვით, მექ­ნე­ბა ის, რი­თაც და­კარ­გულ ბედ­ნი­ე­რე­ბას და­ვი­ტი­რებ, სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა შემ­რჩე­ბა.

ეს მძი­მე ფიქ­რე­ბი უკვე სამი დღეა უწეს­რი­გოდ ირე­ვი­ან ჩემ სუ­ლელ თავ­ში და ახლა ასე­ვე უწეს­რი­გოდ და­ლაგ­დნენ ქა­ღალ­დზე. ძალა არ მყოფ­ნის, გა­და­ვი­კი­თხო და ხე­ლახ­ლად და­ვუბ­რუნ­დე ამ ფიქ­რებს, რომ­ლე­ბიც მინ­და რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მო­ვი­შო­რო თა­ვი­დან.

რო­დე­საც წე­რას ვი­წყებ­დი, მე­გო­ნა, ეს ფიქ­რე­ბი გა­მე­ფან­ტე­ბო­და. რო­გორც ხე­დავ, ამ სტრი­ქო­ნებ­ში­აც ჩა­მოწ­ვნენ ისი­ნი ნის­ლად, თუმ­ცა შე­საძ­ლოა არა ისე­თი სიხ­ში­რით, და მგო­ნი მათ მა­ინც შერ­ჩათ ის გან­წყო­ბი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჰქონ­დათ მათ შენი ილი­კოს მტკი­ვან გულ­ში. დიახ, ეს სამი დღეა რა­ღაც მაწ­ვე­ბა მძი­მედ! ღმერ­თმა ჰქ­ნას, რომ მხო­ლოდ ამით დას­რულ­დეს!

ფი­ზი­ო­ლო­გე­ბი, ჩემო ან­გე­ლო­ზო, ამ­ბო­ბენ, ვინც გა­მუდ­მე­ბით მხო­ლოდ ერთ სა­გან­ზე ფიქ­რობს, მას გიჟი ეწო­დე­ბაო. თუ ეს სი­მარ­თლეა, მა­შინ მეც გავ­გი­ჟე­ბულ­ვარ და ეგ არის, რად­გან ყო­ველ წუთს შე­ნი­თა ვარ გარ­თუ­ლი და შენ­ზე ვფიქ­რობ. წინ რა მო­მე­ლის არ ვიცი, ვიცი მხო­ლოდ ერთი რამ, სუ­ლით მო­ვის­წრა­ფი შენ­და­მი, რომ მო­გეხ­ვიო და კოც­ნით და­გ­ფა­რო.

ნახ­ვამ­დის, ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გო­ბა­რო! აი უკვე მე­ო­რედ და­ა­თენ­და შენი წე­რი­ლის წე­რა­ში სა­უ­კუ­ნოდ შენს

ილი­კო ჭ[ავ­ჭა­ვა­ძეს].

ილია ჭავჭავაძის და ოლღას საიდუმლო მიმოწერა - წერილები წარსულიდან

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ახალ სე­რი­ა­ში, რო­მე­ლიც ილი­ას 185 წლის იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბა და 4 ტო­მი­სა­გან შედ­გე­ბა, პირ­ვე­ლი ტომი სწო­რედ ოლ­ღა­სად­მი და­წე­რილ წე­რი­ლებს აერ­თი­ა­ნებს.

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის წიგ­ნე­ბის სე­რი­ის წიგ­ნე­ბი 11 აპ­რი­ლი­დან, თვე­ში ერთხელ გა­მო­ვა და გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. პირ­ვე­ლი ტომი - „პრო­ზა, წე­რი­ლე­ბი ოლ­ღას“ 11 აპ­რი­ლი­დან იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში. ასე­ვე, წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ ონ­ლა­ინ www.palitral.ge სა­ი­ტი­დან და ისარ­გებ­ლებთ სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სით.

წყარო: ambebi.ge