saimedo,ახალი ამბები,საიმედო,რუსეთ-უკრაინის ომი,ruset-ukrainis-omi,ელენა ოსიპოვა elena osipova

76 წლის რუსი მხატვრის ამბავი ელენა ოსიპოვა, ქალი, რომელიც პუტინის რეჟიმს მარტო ებრძვის, 76 წლის რუსი მხატ­ვა­რი, ელე­ნა ოსი­პო­ვა 20 წე­ლია რაც რუ­სეთ­ში პუ­ტი­ნის რე­ჟიმს აპ­რო­ტეს­ტებს. მას აქ­ცი­ებ­ზე მუდ­მი­ვად აკა­ვე­ბენ, მაგ­რამ პრო­ტესტს აგ­რძე­ლებს. ელე­ნა ოსი­პო­ვას "სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის სინ­დისს" უწო­დე­ბენ. ქალი მხატ­ვა­რი და მას­წავ­ლე­ბე­ლია, ის ბავ­შვებს პენ­სი­ა­ზე გას­ვლამ­დე ას­წავ­ლი­და ხატ­ვას, ახლა კი ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პლა­კა­ტე­ბით გა­მო­დის.

2022 წლის მარ­ტში იგი რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­კა­ვეს აქ­ცი­ებ­ზე. ოსი­პო­ვა­სა და OMON-ის მებ­რძო­ლე­ბის 2 მარტს გა­და­ღე­ბულ­მა კად­რებ­მა დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

ელე­ნა ოსი­პო­ვა:

- 24 თე­ბერ­ვალს, შუ­ა­ღა­მი­სას, და­მი­რე­კა ერ­თმა ქალ­მა, ალ­ბათ ჟურ­ნა­ლის­ტმა და მკი­თხა, რას ვგრძნობ­დი მომ­ხდა­რის გამო. მე ვუ­პა­სუ­ხე, რომ რუსი ფი­უ­რე­რი წა­ვი­და უკ­რა­ი­ნის ანექ­სი­ა­ზე და მე ამის­თვის დიდი ხა­ნია მზად ვი­ყა­ვი. ჯერ კი­დევ 2014 წელს ჩემ­თვის ცხა­დი იყო, საით მი­დი­ო­და ყვე­ლა­ფე­რი (ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კა უკ­რა­ი­ნის მი­მართ). ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პლა­კა­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა მა­შინ გა­ვა­კე­თე. მაგ­რამ არა­ვის სჯე­რო­და, რომ ეს შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო.

saimedo,ახალი ამბები,საიმედო,რუსეთ-უკრაინის ომი,ruset-ukrainis-omi,ჯარისკაცო, დააგდე იარაღი, არ ისროლო და ნამდვილი გმირი იქნები - 76 წლის რუსი მხატვრის ამბავი ელენა ოსიპოვა, ქალი, რომელიც პუტინის რეჟიმს მარტო ებრძვის

  • ელე­ნა ოსი­პო­ვა სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში აქ­ცი­ა­ზე 2022 წლის, 24 თე­ბერ­ვა­ლი

იმა­ვე დღეს, 24 თე­ბერ­ვალს გა­მო­ვე­დი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ცენ­ტრში ბა­ნე­რით, რო­მელ­ზეც ეწე­რა: "ოჰ მა­ნია, ოჰ ომის მუ­მია! დაწ­ვი, რუ­სე­თი! გიჟი, გიჟი ხარ!" - ეს არის მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვას ლექ­სე­ბი­დან ფრა­ზა. მარ­თა­ლია, მან გერ­მა­ნი­ა­ზე და­წე­რა, მე კი რუ­სეთ­ზე. ეს პლა­კა­ტი ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ დავ­ხა­ტე, 2015 წლის 27 თე­ბერ­ვალს.

აქ­ცი­ა­ზე სრუ­ლი უი­მე­დო­ბის გან­ცდით გა­ვე­დი, მაგ­რამ ხალ­ხის­გან შთა­გო­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. იმ დღეს ქუ­ჩა­ში ბევ­რი იდგა. მე ეკა­ტე­რი­ნე II-ის ძეგლ­თან ვი­დე­ქი და ისი­ნი ნე­ვე­ლის პროს­პექ­ტის გას­წვრივ გა­ურ­ბოდ­ნენ პო­ლი­ცი­ას და ყვი­როდ­ნენ: "არა ომს!" რამ­დე­ნი­მე კაცი მო­ვი­და, ტი­როდ­ნენ და მკი­თხეს: "რა ვქნათ? რო­გორ შეგ­ვიძ­ლია და­ვეხ­მა­როთ უკ­რა­ი­ნას? ამ ყვე­ლა­ფერ­მა დიდი იმე­დი მომ­ცა. და­ვი­ნა­ხე, რომ ბევ­რი არ ეთან­ხმე­ბა რუ­სე­თის ქმე­დე­ბებს უკ­რა­ი­ნა­ში.

თა­ვი­დან მინ­დო­და გოს­ტი­ნი დვორ­ში წას­ვლა, მაგ­რამ იქ ბევ­რი პო­ლი­ცია იყო, მა­შინ­ვე წა­მიყ­ვან­დნენ. ასე მო­ვა­ხერ­ხე საკ­მა­ოდ დიდ­ხანს დგო­მა. მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ პო­ლი­ცია გა­მოჩ­ნდა. ზო­გი­ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა მო­ა­ხერ­ხა გაქ­ცე­ვა და ჩემი წაყ­ვა­ნის ამ­სახ­ვე­ლი სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა. ხალ­ხი ცდი­ლობ­და ხელი შე­ე­შა­ლა, მაგ­რამ მე თვი­თონ ვუ­თხა­რი, არ ინერ­ვი­უ­ლოთ, და­ვარ­წმუ­ნე, არ ჩა­რე­უ­ლიყ­ვნენ - მე­ში­ნო­და, რომ მა­თაც და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ. პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა­ში ჩამ­სვეს და სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნეს. მი­თხრეს, რომ ქუ­ჩა­ში აღარ გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი.

saimedo,ახალი ამბები,საიმედო,რუსეთ-უკრაინის ომი,ruset-ukrainis-omi,ჯარისკაცო, დააგდე იარაღი, არ ისროლო და ნამდვილი გმირი იქნები - 76 წლის რუსი მხატვრის ამბავი ელენა ოსიპოვა, ქალი, რომელიც პუტინის რეჟიმს მარტო ებრძვის

  • ელე­ნა ოსი­პო­ვა სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში აქ­ცი­ა­ზე 2022 წლის, 27 თე­ბერ­ვა­ლი

მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ [ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ებ­ზე] წა­ვი­დე. ჯან­მრთე­ლო­ბა ყო­ველ­თვის არ მაძ­ლევს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. 27 თე­ბერ­ვალს გა­მო­ვე­დი პლა­კა­ტით, რო­მელ­ზეც თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ჯა­რის­კა­ცი ეხა­ტა, დედა ია­რაღს არ­თმევს და ეუბ­ნე­ბა: "არ წახ­ვი­დე, შვი­ლო ამ ომში“. მე ასე­ვე და­ვა­მა­ტე: "ჯა­რის­კა­ცო, და­აგ­დე ია­რა­ღი, არ ის­რო­ლო - და ნამ­დვი­ლი გმი­რი იქ­ნე­ბი". მარ­თლაც, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ეს ნამ­დვი­ლი გმი­რო­ბაა.

ჯერ კი­დევ მაქვს სახ­ლში ნაძ­ვის ხე. ჩვე­უ­ლებ­რივ, 8 მარ­ტამ­დე ვი­ღებ ხოლ­მე, მაგ­რამ ომი რომ და­ი­წყო, დრო გა­ჩერ­და და ნაძ­ვის ხის დრო აღარ იყო. პლა­კა­ტე­ბის გარ­და ნა­ხა­ტებ­საც ვხა­ტავ, ბევ­რი და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი მაქვს, გა­მო­ფე­ნის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ ახლა სხვა ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ.

პირ­ვე­ლად აქ­ცი­ა­ზე 2002 წელს გა­მო­ვე­დი ბა­ნე­რით, მერე ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომის დროს. მე, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა, პირ­და­პირ ეთერ­ში ვა­დევ­ნებ­დი თვალს დუბ­როვ­კა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. მა­შინ მივ­ხვდი, რომ გა­ჩუ­მე­ბა აღარ შე­მეძ­ლო. ფურ­ცელ­ზე ხე­ლით დავ­წე­რე: "ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, სას­წრა­ფოდ შეც­ვა­ლეთ კურ­სი!“ ასე­თი მარ­ტი­ვი ტი­პის პლა­კა­ტით გა­მო­ვე­დი და მა­რი­ინ­სკის სა­სახ­ლეს­თან დავ­დე­ქი. მა­შინ არა­ვინ გა­აპ­რო­ტეს­ტა, არა­ვინ შე­მო­მი­ერ­თდა. მარ­ტო ვი­დე­ქი. არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხი და მხარ­და­ჭე­რა არ ყო­ფი­ლა.

saimedo,ახალი ამბები,საიმედო,რუსეთ-უკრაინის ომი,ruset-ukrainis-omi,ჯარისკაცო, დააგდე იარაღი, არ ისროლო და ნამდვილი გმირი იქნები - 76 წლის რუსი მხატვრის ამბავი ელენა ოსიპოვა, ქალი, რომელიც პუტინის რეჟიმს მარტო ებრძვის

  • ელე­ნა ოსი­პო­ვა 2 მარტს ომონ­მა და­ა­კა­ვა

შემ­დეგ მოხ­და კი­დევ უფრო სა­ში­ნე­ლი ბეს­ლა­ნი [1 სექ­ტემ­ბე­რი, 2004 წ.]. ასე­ვე თით­ქმის არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია. ქუ­ჩა­ში მხო­ლოდ გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი გა­ვიდ­ნენ. და ქვე­ყა­ნას ეძი­ნა.

ეს გულ­გრი­ლო­ბაა. და­ვაგ­ვი­ა­ნეთ. ხალ­ხს მა­შინ­ვე რომ და­ე­წყო გა­მოს­ვლა და პრო­ტეს­ტი, იქ­ნებ ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად ყო­ფი­ლი­ყო. ასე­თი მორ­ჩი­ლე­ბა მიკ­ვირს. ახლა არ არის ის დრო, როცა დე­მონ­სტრა­ცი­ის დროს თავ­ში ეს­ვრი­ან. ბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ბევ­რი, ვი­საც ეს­მის ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ისი­ნი შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მეს­მის, რომ ეში­ნი­ათ არ და­კარ­გონ სამ­სა­ხუ­რი, ფული, თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მე და­სა­კარ­გი არა­ფე­რი მაქვს, ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­მიძ­ლია მოვ­კვდე.

მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ვხა­ტავ. ბე­ბია მუ­ზე­უმ­ში მცვე­ლად მუ­შა­ობ­და და პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ხში­რად მიმ­ყავ­და თან. დედა მა­შინ დღე და ღამე მუ­შა­ობ­და, არა­ვინ ჰყავ­და დამ­ტო­ვე­ბე­ლი. 2009 წელს ჩემი ერ­თა­დერ­თი ვაჟი გარ­და­იც­ვა­ლა და მა­შინ და­ვამ­თავ­რე პე­და­გო­გო­ბა. ბავ­შვებს ღი­მი­ლი სჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ მე ვერ შევ­ძე­ლი.

saimedo,ახალი ამბები,საიმედო,რუსეთ-უკრაინის ომი,ruset-ukrainis-omi,ჯარისკაცო, დააგდე იარაღი, არ ისროლო და ნამდვილი გმირი იქნები - 76 წლის რუსი მხატვრის ამბავი ელენა ოსიპოვა, ქალი, რომელიც პუტინის რეჟიმს მარტო ებრძვის

  • ელე­ნა ოსი­პო­ვას ნა­მუ­შე­ვა­რი

მე ვი­ნა­ხავ ჩემს ყვე­ლა პოს­ტერს. ბევ­რჯერ შე­მომ­თა­ვა­ზეს მათი გა­ყიდ­ვა, მაგ­რამ მა­შინ­ვე ვუ­თხა­რი - არა. მე არ ვყი­დი პო­ლი­ტი­კას, თო­რემ არა­ვინ და­მი­ჯე­რებს. გა­მუდ­მე­ბით მაბ­რა­ლე­ბენ, რომ ვი­ღაც ფულს მიხ­დის. მე მხო­ლოდ ჩემ ნა­ხა­ტებს ვყი­დი, მაგ­რამ პლა­კა­ტე­ბის არას­დროს. ყვე­ლა ჩემ­თა­ნაა - გარ­და იმი­სა, რაც პო­ლი­ცი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა.

ბევ­რჯერ და­მა­კა­ვეს, მქონ­და სა­სა­მარ­თლოც, ჯა­რი­მე­ბიც და­მა­კის­რეს. ჩემი პენ­სია მხო­ლოდ ექ­ვსი ათა­სი რუბ­ლია. ქუ­ჩა­ში ბევ­რი მო­დის და ფულს მთა­ვა­ზობს, მაგ­რამ ამას ვერ ვი­ტან. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ხუთი ათა­სი მა­ნე­თი მო­მიგ­რო­ვეს - ჯა­რი­მა რომ გა­და­მე­ხა­და. ეს ფული ბო­ლოტ­ნა­ი­ას საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლებს გა­ვუგ­ზავ­ნე.

ბევ­რი საბ­ჭო­თა მმარ­თვე­ლი იყო, მაგ­რამ ისი­ნი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ თა­ვი­სი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბით, მაგ­რამ მე­თო­დე­ბის სი­სას­ტი­კით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბოდ­ნენ დღე­ვან­დელს. ამ ხალ­ხმა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მთე­ლი სის­ტე­მა აა­შე­ნა, ფული შე­აგ­რო­ვეს და მხო­ლოდ ია­რა­ღის­თვის იყე­ნე­ბენ. ახლა ირ­გვლივ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან. მა­თაც ვა­და­ნა­შა­უ­ლებ: მხარს უჭე­რენ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ხალ­ხს მსოფ­ლი­ოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­წყო­ბენ. ტრა­ბა­ხო­ბენ მკვლე­ლო­ბე­ბით!

saimedo,ახალი ამბები,საიმედო,რუსეთ-უკრაინის ომი,ruset-ukrainis-omi,ჯარისკაცო, დააგდე იარაღი, არ ისროლო და ნამდვილი გმირი იქნები - 76 წლის რუსი მხატვრის ამბავი ელენა ოსიპოვა, ქალი, რომელიც პუტინის რეჟიმს მარტო ებრძვის

"კულ­ტუ­რას“ ძი­რი­თა­დად ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუ­ყუ­რებ­დი, მაგ­რამ ახლა და იქი­დან მხო­ლოდ რუ­სუ­ლი იდე­ო­ლო­გია ის­მის. რა­დი­ოს ჩარ­თვი­საც კი მე­ში­ნია. ადრე ვუს­მენ­დი "ეხოს" [მოს­კოვს], მაგ­რამ ახლა Sputnik მა­უ­წყებ­ლობს - იქ ისე­თი რა­ღა­ცე­ე­ბის მოს­მე­ნა შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს უბ­რა­ლოდ კოშ­მა­რია. არ ჩავ­რთავ, რომ არ ვი­წუ­წუ­ნო. ერთ-ერთი გა­მო­ფე­ნის შემ­დეგ კომ­პი­უ­ტე­რი მა­ჩუ­ქეს, ახლა ვცდი­ლობ იქ მო­ვი­ძიო ინ­ფორ­მა­ცია და გა­ვუ­ზი­ა­რო ახალ­გაზ­რდებს - ფილ­მე­ბი, ვი­დე­ო­ე­ბი, სტა­ტი­ე­ბი და სხვა. მა­გა­ლი­თად, ფილ­მი "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფა­შიზ­მი“. ყვე­ლას უნდა მი­ე­ცეს მისი ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა.

მე ყო­ველ­თვის წარ­მო­ვიდ­გენ­დი რუ­სეთს ჩი­ტად. ჩიტი, რო­მელ­საც სურს იყოს მშვი­დო­ბი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი. მე დღე­საც მიყ­ვარს ეს ქვე­ყა­ნა, აქ იმ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­და, ამ­დე­ნი იდეა მის­ცა მსოფ­ლიო ხე­ლოვ­ნე­ბას. არას­დროს მინ­დო­და აქე­დან წას­ვლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს დახ­მა­რე­ბა. ახლა სხვა იდე­ო­ლო­გი­აა ყვე­ლაფ­რის ფლო­ბა, და­პატ­რო­ნე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის და­მორ­ჩი­ლე­ბა.

ახლა წყდე­ბა სა­კი­თხი, რამ­დენ ხანს დარ­ჩე­ბა რუ­სე­თის დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. წყდე­ბა რუ­სე­თის ბედი - და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ბედი. შე­საძ­ლოა, მომ­ხდარ­მა სა­ში­ნე­ლე­ბამ რა­ი­მეს შე­მობ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს. ვცდი­ლობ და­ვი­ჯე­რო და ხალ­ხს იმე­დი მივ­ცე. სხვა­ნა­ი­რად რო­გორ ვი­ცხოვ­რო?"


ავტორი: ნინო გიგიშვილი
წყარო: ambebi.ge