მშობლები,მე, როგორც რუსი არტისტი, რუსული დროშის გარეშე არასდროს არსად გამოვალ,ქართული წარმოშობის ცისკარიძე საერთაშორისო კონკურსში,mshoblebi,

რუ­სუ­ლი ბა­ლე­ტის აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტე­ბი შვე­ი­ცა­რი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბა­ლე­ტო კონ­კურ­სში "ლო­ზა­ნის პრი­ზი“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღე­ბენ. ამის შე­სა­ხებ, ვა­გა­ნო­ვას სა­ხე­ლო­ბის რუ­სუ­ლი ბა­ლე­ტის აკა­დე­მი­ის რექ­ტორს ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძეს წე­რი­ლო­ბით აც­ნო­ბეს.

წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია:

"მტკივ­ნე­უ­ლია გაც­ნო­ბოთ, რომ "ლო­ზა­ნის პრიზ­მა“ ამ დრო­ის­თვის გა­და­წყვი­ტა შე­წყვი­ტოს ურ­თი­ერ­თო­ბა იმ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც ოფი­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ რუ­სე­თის მთავ­რო­ბას­თან და რომ­ლე­ბიც სა­ჯა­როდ არ გმო­ბენ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქტს. ეს პირ­და­პირ შე­ე­ხე­ბა ვა­გა­ნო­ვას სა­ბა­ლე­ტო აკა­დე­მი­ას.

ჩვენ მა­ინც შეგ­ვიძ­ლია მო­ვიწ­ვი­ოთ ნე­ბის­მი­ე­რი ეროვ­ნე­ბის ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ჩვენს შე­სარ­ჩევ ტუ­რებ­ზე, ვორ­ქშო­ფებ­სა და კონ­კურ­სებ­ზე, თუ ისი­ნი არ არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლე­ბი, რად­გან ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც არი­ან კონ­ფლიქ­ტის მსხვერ­პლნი. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მშვი­დო­ბა მალე და­ი­სად­გუ­რებს”.

წე­რილს ხელს აწერს კეტ­რინ ბრედ­ნი, Prix Lozanne Competition-ის პრე­ზი­დენ­ტი და საბ­ჭოს წევ­რი.

აკა­დე­მი­ის რექ­ტორ­მა ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძემ შვე­ი­ცა­რი­ა­ში სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი გაგ­ზავ­ნა.

"თა­ვის 285 - წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში აკა­დე­მია არა­სო­დეს ყო­ფი­ლა აგი­ტა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი. ლე­ნინ­გრა­დის 900-დღი­ა­ნი ბლო­კა­დის დრო­საც კი, რო­დე­საც ნა­ცის­ტე­ბის შე­მო­სე­ვის შემ­დეგ ქა­ლა­ქი ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს და და­ბომ­ბეს, ხოლო მო­სახ­ლე­ო­ბა შიმ­ში­ლით და­ი­ღუ­პა.

მი­მაჩ­ნია, რომ ლო­ზა­ნის კონ­კურსს არ აქვს უფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოს აკა­დე­მი­ის­გან რა­ი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი, მით უმე­ტეს ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კონ­კურ­სი თა­ვის პროგ­რა­მა­ში იყე­ნებს ვა­რი­ა­ცი­ებს კლა­სი­კუ­რი ბა­ლე­ტი­დან, რომ­ლე­ბიც თქვენ გა­და­ი­ტა­ნეთ ფრან­გუ­ლი წარ­მო­შო­ბის გა­მო­ჩე­ნი­ლი რუსი ქო­რე­ოგ­რა­ფის მა­რი­უს პე­ტი­პას ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში მე-20 - 21-ე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის რუსი ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბის დად­გმუ­ლია. ისე­თე­ბის, რო­გო­რე­ბიც არი­ან: გორსკი, ბა­ლან­ჩი­ნი, სერ­გე­ე­ვი, ლო­პუ­ხო­ვი, ერ­მო­ლა­ე­ვი, გრი­გო­რო­ვი­ჩი, ნუ­რე­ე­ვი, ვა­გა­ნო­ვა, ბურ­ლა­კა...

ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძემ ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რიც გა­ა­კე­თა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნა, რომ ის რუსი არ­ტის­ტია და რუ­სე­თის დრო­შის გა­რე­შე კონ­კურ­სზე არ გა­მო­ვა.

ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძე:

"ჩემს უკან იმ დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პორ­ტრე­ტე­ბი კი­დია, რომ­ლებ­მაც შექ­მნეს მთე­ლი ის რე­პერ­ტუ­ა­რი, რა­საც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კონ­კურ­სი იყე­ნებს, ხაზს გა­ვუს­ვამ, უფა­სოდ. წე­რილ­ში ისი­ნი მიგ­ვა­ნიშ­ნე­ბენ, რომ რო­გორც ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, ჩვენც შეგ­ვიძ­ლია გა­მოს­ვლა რუ­სე­თის დრო­შის გა­რე­შე. ამის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. მე, რო­გორც რუსი არ­ტის­ტი, რუ­სუ­ლი დრო­შის გა­რე­შე არას­დროს არ­სად გა­მო­ვალ!..“


ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძე ერთ-ერ­თია რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან, რო­მელ­საც აქამ­დე რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია.

წყარო: ambebi.ge