პოლიტიკა,politika,saimedo,ახალი ამბები,საიმედო,რუსეთ-უკრაინის ომი,ruset-ukrainis-omi,მკვდარზე ვენოკის რა მოგახსენოთ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ვახტანგ ძაბირაძე ქართული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტზე

ვახტანგ ძაბირაძე ქართული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტზე, პო­ლი­ტო­ლოგ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“, ისე ოპო­ზი­ცი­ის ქმე­დე­ბე­ბი "პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის არა­ჯან­საღ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მიდ­გო­მებ­ზე მე­ტყვე­ლებს“.

ძა­ბი­რა­ძე უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს, თუმ­ცა სი­სუ­ლე­ლეს უწო­დებს იმ პრე­ტენ­ზი­ებს, რაც მმარ­თველ პარ­ტი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მხრის­თვის ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნა­ში არ­წას­ვლა­ზე “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე კი, პო­ლი­ტო­ლო­გი ამ­ბობს, რომ ეს “გა­უ­გე­ბა­რი და არა­ლო­გი­კუ­რია”.

"თა­ვის­თა­ვად, სა­ერ­თოდ სი­სუ­ლე­ლე იყო, რო­დე­საც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უკ­რა­ი­ნას პრე­ტენ­ზი­ე­ბი წა­მო­უ­ყე­ნა და მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც ეს პრე­ტენ­ზი­ე­ბი იყო სა­კად­რო თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც პირ­და­პი­რი ჩა­რე­ვაა სხვა ქვეყ­ნის სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში. არა­ვინ ეკი­თხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და პო­ლი­ტი­კურ სპექტრს, ვის რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნა­ვენ უკ­რა­ი­ნა­ში. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მთლად გა­მარ­თლე­ბუ­ლად არ მი­მაჩ­ნია, რომ უკ­რა­ი­ნამ ასე­თი სა­ჯა­რო პრე­ტენ­ზი­ე­ბი წა­მო­ა­ყე­ნა, ვგუ­ლის­ხმობ კონ­ტრა­ბან­დის ბრალ­დე­ბას. აქ უკ­რა­ი­ნას ალ­ბათ, უფრო სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ე­ჩი­ნა, მაგ­რამ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რა დღე­ში არი­ან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, იქ სა­ო­მა­რი ვი­თა­რე­ბაა და ყვე­ლა მხრი­დან ხი­ფა­თი ელან­დე­ბათ. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და რბი­ლი ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით.

ასე რომ, რო­გორც იქნა გა­და­წყდა, ვი­ზი­ტი შედ­გე­ბა და ეს ძა­ლი­ან კარ­გია ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად. ამ შემ­თხვე­ვა­ში ოპო­ზი­ცი­ის, კერ­ძოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ქმე­დე­ბაა სრუ­ლი­ად აუხ­სნე­ლი და გა­უ­გე­ბა­რი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში უარი თქვა დე­ლე­გა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. არ­გუ­მენ­ტე­ბი, რაც ის­მის - ეს არის, რო­დე­საც მი­ზეზს ეძებ, რომ სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბა გა­ა­მარ­თლო. ეს არ არის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მიდ­გო­მა. იქ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­ლე­გა­ცია კი არ მი­დის, სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცია უნდა წა­ვი­დეს. არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, ვინ უხელ­მძღვა­ნე­ლებს ამ დე­ლე­გა­ცი­ას. თუ ასე­თი თან­მიმ­დევ­რუ­ლე­ბი არი­ან, და­ტო­ვონ პარ­ლა­მენ­ტი, რად­გან იმ დარ­ბაზ­შიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“ ხომ? ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არას­წო­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ, თუ ლო­გი­კა­ზეა სა­უ­ბა­რი, ეს ყვე­ლა­ზე სწო­რი ფორ­მა იქ­ნე­ბა მათი მხრი­დან და ლო­გი­კა­ში ჩაჯ­დე­ბა - მი­უ­ღე­ბელ­ში, მაგ­რამ მა­ინც ლო­გი­კა­ში. ახლა სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია მათი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ზი­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბას და ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბებს, რომ ეს ვი­ზი­ტი ახლა "მკვდარ­ზე ვე­ნო­კია“, ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ამ­ბობს, რომ "სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს“.

ძა­ბი­რა­ძის აზ­რით, უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"მეს­მის, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია და უფრო ადრე უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. "მკვდარ­ზე ვე­ნო­კის“ რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს. რა­ღაც დო­ნე­ზე სა­ქარ­თვე­ლო-უკ­რა­ი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ცი­ე­ბის თემა ახა­ლი არ არის, ეს ომის შემ­დეგ არ და­წყე­ბუ­ლა, უფრო ძვე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, შო­რი­დან და­ი­წყო და საკ­მა­ოდ ცივი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის, უბ­რა­ლოდ ომმა გა­ამ­წვა­ვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მგო­ნია, რომ ვი­ზი­ტი სწო­რად გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია, ვე­რა­ვინ გა­ერ­კვე­ვა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, თუ ჩვენ, რო­გორ უკ­რა­ი­ნულ­მა, ისე ქარ­თულ­მა მხა­რემ, თა­ვად არ მო­ვი­სურ­ვეთ ეს. მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ვი­ზი­ტი. მეს­მის, რო­მე­ლი მხა­რეც სა­უბ­რობს ამა­ზე, ალ­ბათ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“. აქ იგ­რძნო­ბა, რომ სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბის გა­მარ­თლე­ბის­თვი­საა. პრობ­ლე­მაა, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მიდ­გო­მე­ბი არ ჩანს. ძი­რი­თა­დად არის ვიწ­რო­პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეა ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად აზ­როვ­ნებ­დნენ, მაგ­რამ მე მთლი­ა­ნო­ბა­ში ვამ­ბობ, ვინც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად აზ­როვ­ნებს, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ამინდს ვერ ქმნი­ან. ეს ახა­ლი მოვ­ლე­ნა არაა, 30 წე­ლია ასე გრძელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

წყარო: ambebi.ge