saimedo,ახალი ამბები,საიმედო,რუსეთ-უკრაინის ომი,ruset-ukrainis-omi,მოსკოვში კლანების სასტიკი ომი დაიწყო - ვინ არიან ეფ-ეს-ბეს და პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა დაკავებაზეც ვრცელდება ინფორმაცია?

ვინ არიან ეფ-ეს-ბეს და პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა დაკავებაზეც ვრცელდება ინფორმაცია? ფო­ტო­კო­ლა­ჟი: სერ­გეი ბე­სე­და, ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვი და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, ვლა­დი­მერ ჩერ­ნო­ვი

ამ ცოტა ხნის წინ, რამ­დე­ნი­მე რუ­სულ­მა და უკ­რა­ი­ნულ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ და­წე­რა ეფ-ეს-ბეში გა­მოვ­ლე­ნილ დიდ კო­რუფ­ცი­ულ სკან­დალ­ზე. პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში ლა­პა­რა­კია, რომ ეფ-ეს-ბეს რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ამ­ხი­ლეს 5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გაფ­ლან­გვა­ში. ეს თან­ხა გა­მო­ყო­ფი­ლი იყო უკ­რა­ი­ნა­ში დი­ვერ­სი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­თვის. გა­მო­ცე­მე­ბის მტკი­ცე­ბით, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, უკ­რა­ი­ნა­ში აქ­ტი­უ­რო­ბის იმი­ტა­ცი­ის ხარ­ჯზე, კრემლში აგ­ზავ­ნიდ­ნენ გაზ­ვი­ა­დე­ბულ ან­გა­რი­შებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც უკ­რა­ი­ნა სი­ხა­რუ­ლით ელო­და ვლა­დი­მერ პუ­ტინს, რო­გორც გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან "კი­ე­ვის ხუნ­ტის“ ჩა­მომ­შო­რე­ბელს. ამ ან­გა­რი­შებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი იყ­ვნენ ეფ-ეს-ბეს მე-5 - ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გე­ნე­რა­ლი სერ­გეი ბე­სე­და და ანა­ტო­ლი ბო­ლი­უ­ხა, ამ უკა­ნას­კნელს ეკა­ვა ეფ-ეს-ბეს მე-5 სამ­სა­ხუ­რის ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლატ­ში და მის­ჯი­ლი აქვთ ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა.

saimedo,ახალი ამბები,საიმედო,რუსეთ-უკრაინის ომი,ruset-ukrainis-omi,ანა­ტო­ლი ბო­ლი­უ­ხა
  • ანა­ტო­ლი ბო­ლი­უ­ხა

ბე­სე­და­სა და ბო­ლი­უ­ხას და­კა­ვე­ბის გარ­და, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წის, უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი კუ­რა­ტო­რის, ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვი­სა და გე­ნე­რალ ვლა­დი­მერ ჩერ­ნო­ვის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კუ­რი­რებ­და დსთ-ს ქვეყ­ნებ­თან კულ­ტუ­რულ კავ­ში­რებს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ისი­ნიც იმ მი­ლი­არ­დებს "ტე­ხავ­დნენ", რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას­თან ბრძო­ლის­თვის იყო გა­მო­ყო­ფი­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, გა­მო­ძი­ე­ბა სწავ­ლობს დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას 2014 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი.

saimedo,ახალი ამბები,საიმედო,რუსეთ-უკრაინის ომი,ruset-ukrainis-omi,ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვი
  • ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვი

აქამ­დე ცნო­ბი­ლი იყო, რომ პუ­ტი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აფა­სებ­და სურ­კოვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა კო­რუფ­ცი­ულ თუ პო­ლი­ტი­კურ სკან­დალ­ში, ამას სურ­კო­ვის კა­რი­ე­რა­ზე არ უმოქ­მე­დია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩერ­ნოვს, ის მი­იჩ­ნე­ვა პუ­ტი­ნის მე­გობ­რის, სერ­გეი ივა­ნო­ვის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რად. ისი­ნი კე-გე-ბეს დაზ­ვერ­ვა­ში ფი­ნეთ­ში ერ­თად მსა­ხუ­რობ­დნენ.

  • იყო თუ არა აქამ­დე ცნო­ბი­ლი პუტ­ნის­თვის, რომ მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან თან­ხებს იპა­რავ­დნენ?

ცენ­ტრი "დო­სიე“ წერს, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და სწო­რედ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წევ­რებს და მათ კო­რუფ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, მათ­ვე შე­ის­წავ­ლეს, თუ რა­ო­დენ დიდი თან­ხე­ბი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში, ასე­ვე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა ყო­ფილ ქვეყ­ნებ­ში გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, ასე­ვე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თუ კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­თა გა­და­სა­ბი­რებ­ლად. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ „დო­სი­ემ“ 2020 წელს შე­ის­წავ­ლა რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ და­ფი­ნან­სე­ბის სქე­მე­ბი. 

გარ­და ამი­სა, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რამ­დე­ნი­მე გე­ნე­რა­ლიც, თუმ­ცა ზუს­ტად რა და რო­გორ მოხ­და, რუ­სუ­ლი ცენ­ზუ­რის პი­რო­ბებ­ში, ამის გა­და­მოწ­მე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, ფაქ­ტი ისაა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა, უკ­რა­ი­ნა­ში ომის ახალ ფა­ზა­ში გა­და­საყ­ვა­ნად, ახა­ლი მე­თა­უ­რი ალექ­სან­დრ დვორ­ნი­კო­ვი და­ნიშ­ნა, რო­მელ­საც ან­ტიკ­რემ­ლის­ტუ­რი რუ­სუ­ლი მე­დია (და არამ­ხო­ლოდ) "სის­ხლი­ან გე­ნე­რალს" უწო­დებს. ასე­ვე შე­იც­ვა­ლა სა­მე­თა­უ­რო შტა­ბის შე­მად­გენ­ლო­ბაც. კრემ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ომის ახა­ლი ფა­ზის წა­მო­წყე­ბას ცდი­ლობს, რაც იმე­დია, ისე­თი­ვე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც პირ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ რუ­სეთ­ში, ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­ერ­კვნენ, რისი რე­სურ­სი და შან­სი აქვთ. ჩემი და არა მარ­ტო ჩემი აზ­რით, კრემლს აქვს მხო­ლოდ ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ტე­ვის რე­სურ­სი. ამის მე­ტად მას აღარც ხალ­ხის და აღარც სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის რე­სურ­სი აღარ ეყო­ფა. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­სურ­სიც გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია, რაც ეტყო­ბა იმ პე­რი­პე­ტი­ებს, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში ხდე­ბა. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, მათ შო­რის სამ­ხედ­რო პირ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ზოგ­ჯერ და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზეც. იქ კლა­ნე­ბის სას­ტი­კი ომი და­ი­წყო, სწო­რედ იმი­ტომ, რომ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში ერ­თმა ჯგუფ­მა ვერ გა­ა­მარ­თლა და ახლა პირ­ვე­ლის მო­ცი­ლე­ბის ხარ­ჯზე პრო­ცეს­ში მე­ო­რე ჯგუ­ფი ჩა­ერ­თო. სულ გაქ­რა რა­და­რე­ბი­დან გენშტა­ბის უფ­რო­სი გე­რა­სი­მო­ვი, ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­შია პუ­ტი­ნის ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წე ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვი... ასე­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს რამ­დე­ნი­მე გე­ნე­რა­ლი, მათ შო­რის ეფ-ეს-ბეს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რო­მე­ლიც ერთხანს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბას კუ­რი­რებ­და და ძა­ლი­ან ბევ­რი ცუდი რამ, რაც ჩვენ­თან მოხ­და, ამ კა­ცის "დამ­სა­ხუ­რე­ბაა". ეს არის გე­ნე­რა­ლი ბე­სე­და. ერთი სი­ტყვით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მე­ტად რე­ზო­ნან­სუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ხდე­ბა... მა­გა­ლი­თად, დაზ­ვერ­ვა­ში არას­წო­რად და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბის გამო და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. სხვა­თა შო­რის, კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ინალ არ­ძინ­ბას­თან.

saimedo,ახალი ამბები,საიმედო,რუსეთ-უკრაინის ომი,ruset-ukrainis-omi,ინალ არ­ძინ­ბა
  • ინალ არ­ძინ­ბა
ის ცენ­ტრა­ლუ­რი ფი­გუ­რა არ იყო, მაგ­რამ სა­ნამ აფხა­ზეთ­ში ამ თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებ­და, სურ­კო­ვის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ და დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის მი­მარ­თუ­ლე­ბის სწო­რედ იმ სა­კი­თხებს კუ­რი­რებ­და, რა­საც ე.წ. "რუს­კი მი­რის" ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა ჰქვია ამ რე­გი­ო­ნებ­ში. ამის­თვის დი­დძა­ლი ფული და­ი­ხარ­ჯა, მათ შო­რის ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­შიც. მათი მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე პუ­ტი­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ყვა­ვი­ლე­ბი­თა და დრო­შე­ბით დახ­ვდე­ბოდ­ნენ რუ­სულ არ­მი­ას. ასე­ვე და­ა­კა­ვეს სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო პირი და ეფ-ეს-ბეს ოფიც­რე­ბი. შო­ი­გუ­ზე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ინ­ფარ­ქტი აქვს და საქ­მეს ჩა­მო­შორ­დაო, მაგ­რამ ასე არ არის. რო­გორც ვიცი, მან თა­ვი­სი პო­ზი­ცია უფრო გა­იმ­ყა­რა. მოკ­ლედ, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დიდი ბრძო­ლა მი­დის", - ამ­ბობს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე

მისი თქმით, რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის გა­უ­გო­ნა­რი ზა­რა­ლი ნახა.

გთა­ავ­ზობთ კი­დევ ერთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

მა­მუ­კა არე­ში­ძე:

- მგო­ნი, საბ­ჭო­თა არ­მი­ამ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს უკან და­ხე­ვი­სას რომ და­კარ­გა შე­ი­ა­რა­ღე­ბა, ალ­ბათ, პრო­ცენ­ტუ­ლად იმას შე­იძ­ლე­ბა გა­ვუ­ტო­ლოთ ახ­ლან­დე­ლი და­ნა­კარ­გი, თან ლა­პა­რა­კია ძვი­რად ღი­რე­ბულ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე. კრემ­ლის­თვის უდი­დე­სი და­ნა­კარ­გია სა­რა­კე­ტო კრე­ი­სერ "მოსკვას" აფეთ­ქე­ბა და ჩა­ძირ­ვა.

saimedo,ახალი ამბები,საიმედო,რუსეთ-უკრაინის ომი,ruset-ukrainis-omi,მოსკოვში კლანების სასტიკი ომი დაიწყო - ვინ არიან ეფ-ეს-ბეს და პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა დაკავებაზეც ვრცელდება ინფორმაცია?

ეს მე­ტად სიმ­ბო­ლუ­რი გა­მოდ­გა რო­გორც მისი სა­ხე­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ასე­ვე კუნ­ძულ ზმე­ი­ნის­თან მომ­ხდა­რის გა­მოც, რო­დე­საც სწო­რედ ეს გემი უკ­რა­ი­ნელ­მა მე­სა­ზღვრემ სამ ასო­ზე გა­უშ­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, ეს გემი 2008 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ომ­შიც და ამ­ჟა­მა­დაც იგი­ვე კა­პი­ტა­ნი ჰყავ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის და­ი­ღუ­პა. "მოსკვას" ჩა­ძირ­ვა არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი და რო­გორც ამ­ბო­ბენ, 2 რა­კე­ტა ამ­ხე­ლა კრე­ი­სერს, წე­სით, ვერ ჩა­ძი­რავ­და. იქ კი­დევ რა­ღაც მოხ­და. ამი­ტო­მაც არის, ალ­ბათ, რომ შავი ზღვის ფლო­ტის სარ­და­ლი უცებ გაქ­რა... სხვა­დას­ხვა ვერ­სია ვრცელ­დე­ბა, მათ შო­რის ისიც, რომ და­ა­პა­ტიმ­რეს, თუმ­ცა და­ნამ­დვი­ლე­ბით თქმა ძნე­ლია. ფაქ­ტია, გე­მის და­ღუპ­ვამ კრემლში დიდი ბაკ­ქა­ნა­ლია გა­მო­იწ­ვია. ამ­ბო­ბენ, რო­დე­საც მისი და­ზი­ა­ნე­ბის ამ­ბა­ვი შე­ი­ტყვეს, მოს­კო­ვი­დან გა­იგ­ზავ­ნა ბრძა­ნე­ბა, რაც გინ­დათ, ის ქე­ნით, ოღონდ ხო­მალ­დი გა­და­არ­ჩი­ნე­თო. ამით აიხ­სნე­ბა ეკი­პა­ჟის ამ­ხე­ლა და­ნა­კარ­გი, გემი ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში წყლის ზე­და­პირ­ზე იყო, მაგ­რამ მა­ინც ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო, რომ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გემი პორ­ტამ­დე რო­გორ­მე მი­ეყ­ვა­ნათ, რაც ვერ მო­ა­ხერ­ხეს. ეს არის დიდი დარ­ტყმა რუ­სე­თის პრეს­ტიჟ­სა და სა­ზო­გა­დოდ, მის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლებ­ზე. გარ­და ამი­სა, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა თვითმფრი­ნა­ვე­ბი ჩა­მო­უ­ყა­რეს ისე­თი, წე­სით, რომ ვერ უნდა ჩა­მო­ე­ყა­რათ.

- ბოლო დროს ისევ გა­აქ­ტი­ურ­და ლა­პა­რა­კი ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შე­საძ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბის საფრ­თხე­ზე...

- გა­აჩ­ნია, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა ომი. პუ­ტი­ნი მარ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში გან­წი­რუ­ლია რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად, ისე პი­როვ­ნუ­ლად, რაც კარ­გად იცის. ამი­ტო­მაც ჩიხ­ში მოქ­ცე­უ­ლი რას იზამს, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, თან, რო­გორც ირ­კვე­ვა, კრემლში კო­ლექ­ტი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი აღარ მი­ი­ღე­ბა. ეს ქვე­ყა­ნა კლა­სი­კურ ტო­ტა­ლი­ტა­რულ სა­ხელ­მწი­ფოდ იქცა, ყვე­ლა­ფერს ერთი კაცი წყვეტს. მან მო­შა­ლა არა­ერ­თი ცენ­ტრი, მა­გა­ლი­თად, გენშტა­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მის ბრძა­ნე­ბებს აღარ ას­რუ­ლებს მა­რი­უ­პო­ლის ფრონ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. დვორ­ნი­კო­ვიც, რო­მე­ლიც ახლა პუ­ტინ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ად წო­დე­ბუ­ლი ომის სარ­დლად და­ნიშ­ნა, არაფ­რად აგ­დებს არც გენშტაბს და არც არა­ვის. მას მხო­ლოდ ორი ხელ­მძღვა­ნე­ლი ჰყავს: პუ­ტი­ნი და შო­ი­გუ. მოკ­ლედ, უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა რო­გორც კრემლში, ისე არ­მი­ა­სა და ფრონ­ტის ხაზ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვა­რა­უ­დო­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი, რომ უკი­დუ­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნილ­მა პუ­ტინ­მა შე­იძ­ლე­ბა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე იფიქ­როს, თუმ­ცა, ჩემი აზ­რით, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა. წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად