ახალი ამბები,შოუ ბიზნესი,shou-biznesi,რატომ მიმართავენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები ელისო ბოლქვაძეს და რა შემთხვევაში მოითხოვენ მისთვის UNESCO-ს მშვიდობის ელჩის სტატუსის ჩამორთმევას?

და რა შემთხვევაში მოითხოვენ მისთვის UNESCO-ს მშვიდობის ელჩის სტატუსის ჩამორთმევას? კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ სფე­რო­ში არის ცენ­ზუ­რის მცდე­ლო­ბა და ბევ­რი სხვა პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც დღემ­დე არ მოგ­ვა­რე­ბუ­ლა.

რო­გორც პო­ეტ­მა პა­ა­ტა შა­მუ­გი­ამ პარ­ლა­მენ­ტში "ლე­ლოს“ წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ი­თხო­ვენ, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა, ელი­სო ბოლ­ქვა­ძემ პი­რა­დად აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ, რომ ელი­სო ბოლ­ქვა­ძეს იუ­ნეს­კო­ში მშვი­დო­ბის ელ­ჩის სტა­ტუ­სი ჩა­მო­ერ­თვას.

"ჩვენ შე­ვიკ­რი­ბეთ იმის­თვის, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ჩვე­ნი ხმა მი­ვაწ­ვდი­ნოთ. გა­ვა­გე­ბი­ნოთ იმ პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ზო­გა­დად, კულ­ტუ­რის სფე­რო­ში არ­სე­ბობს. ამ სფე­რო­ში ნამ­დვი­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სი დგას, შე­იძ­ლე­ბა ჩი­ხიც კი ვუ­წო­დოთ ამ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­დე­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად დახ­შუ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცია და ჩამ­კვდა­რია დი­ა­ლო­გი კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მომ­დგენ­ლებ­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს შო­რის, რაც ბევრ სხვა­დას­ხვა ფორ­მა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, თუმ­ცა, ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ამ სფე­როს­თვის ყველ­ზე მავ­ნე არის ის, რა­საც ცენ­ზუ­რა ჰქვია და რომ­ლის მცდე­ლო­ბის არა­ერთ მა­გა­ლითს ჩვენ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ვხე­დავთ. ეს და­ვი­ნა­ხეთ მათ შო­რის "ლი­ტე­რას­თან“, მწე­რალ­თა სახ­ლთან და­კავ­ში­რე­ბით, იქამ­დე წიგ­ნის ცენ­ტრთან და­კავ­ში­რე­ბით. მუდ­მი­ვად მი­დი­ო­და წნე­ხი, კონ­კრე­ტუ­ლად მწერ­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობ, თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სფე­რო, იქ­ნე­ბა კი­ნო­ცენ­ტრი, ეროვ­ნუ­ლი თუ სხვა­დას­ხვა მუ­ზე­უ­მი, ყველ­გან არის ცენ­ზუ­რის მცდე­ლო­ბა. არა­თუ მცდე­ლო­ბა, არა­მედ ბევ­რგან უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია ეს ქმე­დე­ბა.

ჩვენ მო­ვი­თხოვთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის კულ­ტუ­რის კო­მი­ტეტ­მა აღას­რუ­ლოს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოპ­ტი­მიზ­მით არ ვართ გან­წყო­ბი­ლი, რო­დე­საც ამას ვამ­ბობთ, ვი­ნა­ი­დან ვხე­დავთ, რომ რო­დე­საც კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მო­დის, რო­ლე­ბი იც­ვლე­ბა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ, ნაც­ვლად იმი­სა, რომ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის­გან ჩა­ი­ბა­როს ან­გა­რი­ში, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი იბა­რებს ან­გა­რი­შის სა­ხით ქება-დი­დე­ბას, რო­მელ­საც ჩვე­ნი დე­პუ­ტა­ტე­ბი აღუვ­ლე­ნენ ხოლ­მე, რაც სხვა თუ არა­ფე­რი, სა­მარ­ცხვი­ნოა.

მო­ვი­თხოვთ, ქალ­ბა­ტონ­მა ელი­სო ბოლ­ქვა­ძემ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­ად­გენს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­სი, აი­ღოს სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ამ მტრუ­ლი გა­რე­მოს, ცენ­ზუ­რის და უამ­რა­ვი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი გა­რე­მოს გამო, მო­ვი­თხოვთ მას "იუ­ნეს­კო­ში“ მშვი­დო­ბის ელ­ჩის ტი­ტუ­ლი ჩა­მო­ერ­თვას. ვი­ნა­ი­დან, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე რეპ­რე­სი­ებ­ზე თვალს და­ხუ­ჭავს, არ შე­იძ­ლე­ბა, მშვი­დო­ბის ელ­ჩად იწო­დე­ბო­დეს“, - გა­ნა­ცხა­და შა­მუ­გი­ამ.

წყარო: ambebi.ge