saimedo,ახალი ამბები,საიმედო,რუსეთ-უკრაინის ომი,ruset-ukrainis-omi,politika,პოლიტიკა,თუ ვინმეს, ვინც შეიძლება შემდეგი გახდეს, სურს ნეიტრალური დარჩეს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია, იმიტომ რომ ყველაფერს დაკარგავენ - ზელენსკი

ეს ყველაზე სარისკო ფსონია, იმიტომ რომ ყველაფერს დაკარგავენ - ზელენსკი, "თუ ვინმეს, ვინც შეიძლება შემდეგი გახდეს, სურს ნეიტრალური დარჩეს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია, იმიტომ რომ ყველაფერს დაკარგავენ" - ზელენსკი
"ვინ არის შემ­დე­გი? თუ ვინ­მეს, ვინც შე­იძ­ლე­ბა შემ­დე­გი გახ­დეს, სურს ნე­იტ­რა­ლუ­რი დარ­ჩეს დღეს, რათა არა­ფე­რი და­კარ­გოს, ეს ყვე­ლა­ზე სა­რის­კო ფსო­ნია, იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ფერს და­კარ­გა­ვენ", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის 58-ე დღის შე­მა­ჯა­მე­ბელ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

ზე­ლენ­სკის თქმით, ყვე­ლა ერმა, ვი­საც უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად სიკ­ვდილ­ზე სი­ცო­ცხლით გა­მარ­ჯვე­ბის სჯე­რა, მათ­თან ერ­თად უნდა იბ­რძო­ლოს.

"დღეს, რუს სამ­ხედ­რო­ებ­ზე მი­თი­თე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათი ამო­ცა­ნა ახლა, თით­ქოს უკ­რა­ი­ნის სამ­ხრეთ­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბა და მოლ­დო­ვის სა­ზღვარ­თან მის­ვლაა და თით­ქოს იქ, მოლ­დო­ვა­ში, რუ­სუ­ლე­ნო­ვან­თა უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა, თუმ­ცა მარ­თა­ლი გი­თხრათ, ტე­რი­ტო­რია, სა­დაც რუ­სეთ­მა რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე უნდა იზ­რუ­ნოს, თა­ვად რუ­სე­თია, სა­დაც არ არის სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­დაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე უსარ­გებ­ლოა.

რუ­სე­თის შეჭ­რა უკ­რა­ი­ნა­ში მხო­ლოდ და­სა­წყი­სი იყო, მერე სხვა ქვეყ­ნე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა უნ­დათ. რა თქმა უნდა, ჩვენ სა­კუ­თარ თავს და­ვი­ცავთ მა­ნამ, სა­ნამ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ამ ამ­ბი­ცი­ის და­სამ­სხვრე­ვად, მაგ­რამ ყვე­ლა ერმა, რო­მელ­საც ჩვენ მსგავ­სად, სი­ცო­ცხლით სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის სჯე­რა, ჩვენ­თან ერ­თად უნდა იბ­რძო­ლოს.

ისი­ნი უნდა დაგ­ვეხ­მა­რონ, რად­გან ამ გზა­ზე პირ­ვე­ლე­ბი ვართ და ვინ არის შემ­დე­გი? თუ ვინ­მეს, ვინც შე­იძ­ლე­ბა შემ­დე­გი გახ­დეს, სურს ნე­იტ­რა­ლუ­რი დარ­ჩეს დღეს, რათა არა­ფე­რი და­კარ­გოს, ეს ყვე­ლა­ზე სა­რის­კო ფსო­ნია, იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ფერს და­კარ­გა­ვენ", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.