ახალი ამბები, შოუ ბიზნესი, shou-biznesi,თვალთმაქცი ნაძირალა - ჯიმ ქერის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ: მსახიობს წლების წინანდელი სკანდალი გაახსენეს

მსახიობს წლების წინანდელი სკანდალი გაახსენეს, ჯიმ ქე­რის მიერ უილ სმი­ტის შე­სა­ხებ ბოლო დღე­ებ­ში გაჟ­ღე­რე­ბულ კრი­ტი­კას ის მოჰ­ყვა, რომ 60 წლის კო­მი­კოსს ახლა თა­ვად ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ძა­ლა­დო­ბა­ში, კერ­ძოდ კი - სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში.

სა­უ­ბა­რია 1997 წელს MTV Movie Awards-ზე მომ­ხდარ ფაქ­ტზე. ქე­რის 19 წლის მსა­ხი­ო­ბის ალი­სია ლის­ვერ­სტო­უნს ნებრთვის გა­რე­შე კოც­ნის გამო სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში სდე­ბენ ბრალს. როცა ალი­სია ჯიმ ქე­რის კო­მი­კუ­რი რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის ჯილ­დოს გა­დას­ცემ­და, მან მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტუ­ჩებ­ში აკო­ცა გო­გო­ნას. მსა­ხი­ო­ბი იმ დრო­ის­თვის 35 წლის იყო.

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ამ ვი­დე­ოს, კი­დევ მე­ო­რე ფოტო მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც ამა­ვე და­ჯილ­დო­ე­ბა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ამა­ვე სა­ღა­მოს, ჯიმ ქე­რის უილ სმი­ტის­თვი­საც უც­დია კოც­ნა, თუმ­ცა სმიტ­მა მო­ი­შო­რა ის.

ახალი ამბები, შოუ ბიზნესი, shou-biznesi,თვალთმაქცი ნაძირალა - ჯიმ ქერის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ: მსახიობს წლების წინანდელი სკანდალი გაახსენეს

ონ­ლა­ინ კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ჯიმ ქე­რის ალი­სი­ა­სა და სმიტ­ზე ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის პა­სუ­ხი უნდა მო­ე­თხო­ვოს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯიმ ქე­რის კო­მენ­ტარს მოჰ­ყვა, რო­მელ­შიც მან უილ სმი­ტის ოს­კა­რებ­ზე ჩა­დე­ნილ საქ­ცი­ელს "ავად­მყო­ფუ­რი" უწო­და. სმი­ტის გაკ­რი­ტი­კე­ბის გამო მას კრი­ტი­კო­სებ­მა "თვალ­თმაქ­ცი ნა­ძი­რა­ლა" უწო­დეს, როცა თა­ვად სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და 19 წლის გო­გო­ნა­ზე, თა­ნაც საქ­ვეყ­ნოდ.

ახალი ამბები, შოუ ბიზნესი, shou-biznesi,თვალთმაქცი ნაძირალა - ჯიმ ქერის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ: მსახიობს წლების წინანდელი სკანდალი გაახსენეს

ჯიმ ქე­რის ონ­ლა­ინ კრი­ტი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად, მსა­ხი­ო­ბის გან­ცხა­დე­ბაც გავ­რცელ­და. მსა­ხი­ო­ბი მისი ახა­ლი ფილ­მის, Sonic the Hedgehog 2-ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ო­და, როცა ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ის სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას შე­წყვეტს და რომ ეს მისი

ბოლო ფილ­მი იქ­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის მთლად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ჩანს, რად­გან დას­ძი­ნა, რომ თუ ან­გე­ლო­ზე­ბის ოქ­როს მელ­ნით და­წე­რილ სი­უ­ჟეტს და­უ­დე­ბენ და იგ­რძნობს, რომ ეს ფილ­მი ადა­მი­ა­ნე­ბის­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მსა­ხი­ო­ბო­ბას კვლავ და­უბ­რუნ­დე­ბო­და.

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

წყა­რო: thesun