ვინ არის კამილა ვასკესი, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს ყო­ფი­ლი ცოლ-ქმრის, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის,saimedo,ახალი ამბები,საიმედო,შოუ ბიზნესი,shou-biznesi,

ვინ არის კამილა ვასკესი, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს ყო­ფი­ლი ცოლ-ქმრის, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის, ჯონი დე­პი­სა და ამ­ბერ ჰერ­დის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს მთე­ლი მსოფ­ლიო ადევ­ნებს თვალს. სხვა­დას­ხვა დე­ტალ­თან ერ­თად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რა გა­მო­იკ­ვე­თა - ჯონი დე­პის ად­ვო­კა­ტი, კა­მი­ლა ვას­კე­სი.

მისი სა­ხე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უმე­ტე­სად პო­ზი­ტი­ურ კონ­ტექ­სტშია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, "ტი­კტოკ­ზე" კი მი­ლი­ო­ნო­ბით ნახ­ვე­ბი აქვს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან იმ ვი­დე­ო­ებს, სა­დაც კა­მი­ლას, რო­გორც იუ­რის­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჩანს.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბევ­რი წერს, რომ ჯონი დე­პთან ერ­თად, ახლა უკვე კა­მი­ლას ფა­ნე­ბიც არი­ან.  

37 წლის იუ­რის­ტი კა­ლი­ფორ­ნი­ი­და­ნაა. მან პრო­ცეს­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლო­ბი­სა და "და­უნ­დო­ბე­ლი იუ­რი­დი­უ­ლი სტი­ლის" გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე, ბევ­რი ფანი გა­ი­ჩი­ნა. ვას­კე­სი მა­ღალპრო­ფი­ლუ­რი სა­ად­ვო­კა­ტო ფირ­მის თა­ნამ­შრო­მე­ლია.


ის სა­სა­მარ­თლო და სა­არ­ბიტ­რა­ჟო საქ­მე­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია და ცი­ლის­წა­მე­ბის საქ­მე­ებ­ში მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. 2021 წელს ის "სა­ყუ­რა­დღე­ბო“ ად­ვო­კა­ტა­დაც და­ა­სა­ხე­ლეს.

ვინ არის კამილა ვასკესი, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს ყო­ფი­ლი ცოლ-ქმრის, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის,saimedo,ახალი ამბები,საიმედო,შოუ ბიზნესი,shou-biznesi,

ორ­დღი­ა­ნი ჯვა­რე­დი­ნი და­კი­თხვის შემ­დეგ, კა­მი­ლამ ჰერ­დი იმ ფო­ტო­ე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, სა­დაც ამ­ბე­რის და­ლურ­ჯე­ბუ­ლი სხე­უ­ლი ჩანს.. ჰერ­დის მტკი­ცე­ბით, ეს და­ლურ­ჯე­ბე­ბი ჯონი დე­პის ძა­ლა­დო­ბას ამ­ტკი­ცებ­და. ვას­კეს­მა ჰერ­დის კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლაც, ნა­წი­ლობ­რივ, დეპს მი­ა­წე­რა: "ჯონი დეპ­მა მი­გა­ღე­ბი­ნათ "აკ­ვა­მენ­ში“ როლი, ხომ ასეა?!", - მი­მარ­თა ამ­ბერ ჰერდს დე­პის ად­ვო­კატ­მა.

ვინ არის კამილა ვასკესი, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს ყო­ფი­ლი ცოლ-ქმრის, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის,saimedo,ახალი ამბები,საიმედო,შოუ ბიზნესი,shou-biznesi,

ზოგი კრი­ტი­კო­სის აზ­რით, ვას­კე­სი ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბებს არ­ღვევს, რად­გა­ნაც მას არ სჯე­რა "მსხვერ­პლი ქა­ლის", თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი კა­მი­ლას აქებს "ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი მა­მა­კა­ცის დაც­ვი­სას გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­მა­მა­ცის­თვის."

ვინ არის კამილა ვასკესი, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს ყო­ფი­ლი ცოლ-ქმრის, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის,saimedo,ახალი ამბები,საიმედო,შოუ ბიზნესი,shou-biznesi,

ად­ვო­კატ­მა და ყო­ფილ­მა მო­სა­მარ­თლემ, ჰა­ლიმ და­ნი­დი­ნამ, ეჭვი გა­მოთ­ქვა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს ერ­თნა­ი­რი რე­აქ­ცია შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე. მი­სი­ვე თქმით, ვას­კე­სის პო­პუ­ლა­რო­ბა იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ეს ჰერ­დის­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი ბრძო­ლა იქ­ნე­ბა.


"როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ მოს­წონ­ხარ და უფრო მე­ტიც, შენ­ზე მე­ტად ჯონი დე­პის ად­ვო­კა­ტი მოს­წონს, რაც არ უნდა იყოს, ეს მა­ინც იმოქ­მე­დებს შენ­ზე", - ამ­ბობს ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლე.

ვინ არის კამილა ვასკესი, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს ყო­ფი­ლი ცოლ-ქმრის, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის,saimedo,ახალი ამბები,საიმედო,შოუ ბიზნესი,shou-biznesi,


წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა ambebi.ge