შემდეგ სახლის კარი გააღო და შეძრწუნდა – ოდის პირველ სართულზე 34 წლის ლენა კოზლოვასა და მისი 14 წლის ქალიშვილის – ოლგა გეგეშიძის ცხედრები დაინახა და არაადამიანური ყმუილი აღმოხდა. ლენა და ოლგა დედა-შვილი იყვნენ. მურმანი კი – ოლგას ბებიის ღვიძლი ძმა. ლენას მეუღლე და ოლგას მამა 36 წლის კოტე გეგეშიძე რუსეთში იყო სამუშაოდ წასული და უკვე სამი თვის განმავლობაში არ ჩანდა.
მურმან შენგელია თავის ჩვენებაში წერდა:
„ლენა და ოლგა ჩვენთან უნდა მოსულიყვნენ, რომ ბედობას ყველა ერთად შეხვედროდით, მაგრამ არ გამოჩნდნენ. მე საკმაოდ მთვრალი ვიყავი და ჩამეძინა. დილით კი უთენია გავიღვიძე და მათთან წავედი, რომ გამეგო, რატომ არ გამოჩნდნენ. ისინი კი დახოცილები დამხვდნენ...“
Tags:
es-sainteresoa





0 Comments