4-daoblebuli-bavshvi-tekhasis-skolashi-mokluli-mastsavleblis-qmarma-tsolis-sikvdili-ver-gadaitana-da-gulis-shetevit-gardaitsvala

ცოლის სიკვდილი ვერ გადაიტანა და გულის შეტევით გარდაიცვალა, ჯო გარსია, 43 წლის კაცი ტეხასიდან – მას ცოლი 18 წლის მკვლელმა მოუკლა ტეხასის დაწყებით სკოლაში, ქალი იქ მასწავლებლად მუშაობდა.

გარსიაც გარდაიცვალა და როგორც ახლობლები ამბობენ, მან ცოლის სიკვდილი მტკივნეულად გადაიტანა და ინფარქტი მიიღო. ამ ტრაგედიას კიდევ უფრო დიდი ტრაგედია სდევს თან – გარდაცვლილი წყვილის 4 შვილი, რომლებიც დაობლდნენ.

ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს გარსია, რომელიც ცოლის საფრავზე სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მივიდა.

შეგახსენებთ, რომ ტეხასის ერთ–ერთ დაწყებით სკოლაში რამდენიმე დღის წინ 18 წლის თავდამსხმელი შეიჭრა და ბავშვებსა და მასწავლებლებს ცეცხლსასროლი იარღიდან ცეცხლი გაუხსნა.

შედეგად გარდაიცვალა 19 ბავშვი და 2 მასწავლებელი.

სამართალდამცავებმა თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახერხეს.