თბილისი სითი მედიქალში, უნიკალური ოპერაცია „თბილისი სითი მედიქალში“ - კლინიკაში, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ქირურგმა ასლან ასლანიშვილმა ურთულესი და უნიკალური ოპერაცია ჩაატარა. კერძოდ, 89 წლის ქალბატონი საავამდყოფოშია კუჭის ანტრალური ნაწილის სიმსივნის გართულებული ფორმით შევიდა, რასაც სისხლდენაც ახლდა.
„ვინაიდან მედიკამენტოზურმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, ოპერაციული ჩარევა გადაწყდა,“ - ამბობს ქირურგი, „სითი მედიქალის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასლან ასლანიშვილი.
მისივე თქმით, ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა. დღეს პაციენტი თავს კარგად გრძნობს, კლინიკიდან გაწერილია და მისი სრულფასოვანი ცხოვრება აღდგენილია.
„თუ რამე სხვა დაავადება არ შეხვდა, ეს ქალბატონი ასი წელი კიდევ იცოცხლებს,“ - ამბობს ასლან ასლანიშვილი, რომელიც ოპერაციის წარმატებას „თბილისის სითი მედიქალის“ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდის დამსახურებად მიიჩნევს.
Tags:
janmrteloba





0 Comments