dashavebuli-mokalake

ქარის გამო, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მოქალაქე მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ნივთის დაცემის შედეგად დაშავდა - ინფორმაციას "ბათუმელები"  ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა. ბიჭმა გონება დაკარგა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

გამოცემის ცნობით, მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი საგნების შედეგად დაზიანდა 2 ავტომანქანაც, მათგან ერთი მუნიციპალური ინსპექციის საკუთრებაა.

ფოტო: "ბათუმელები"