რას აკეთებს ადამიანი, როდესაც თავის ტრანსპორტს ვერ პოულობს? – პილიციაში მიდის და აკეთებს განაცხადს, დანაკარგის შესახებ.
მსგავსი შემთხვევა მოხდა კრეტაზეც, ხანიაში, თუმცა, 73 წლის ბერძენ მამაკაცს, უბრალოდ, დაავიწყდა, თუ სად გააჩერა თავისი მოპედი. როგორც ირკვევა, ის ქალაქის ცენტრში გარკვეული საქმის შესასრულებლად ჩავიდა, მოპედი გააჩერა და შემდეგ დაავიწყდა, სად დატოვა. ის არასწორ ადგილას ეძებდა მოპედს და საბოლოოდ, გადაწყვიტა, რომ პოლიციაში წასულიყო და განეცხადებინა, რომ მოპარეს, ოფიცრებმაც დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება.
მომხდარიდან 1 კვირა გავიდა და მოხუცი მიხვდა, რომ მოპედს იმიტომ ვერ პოულობდა, რომ სრულიად სხვა ადგილას დატოვა, შესაბამისად, თავდაპირველ ადგილას მივიდა და ნახა, რომ ტრანსპორტი იქ იდგა, უვნებელი.
მამაკაცი მოპედის პოვნის შემდეგ განყოფილებაში დაბრუნდა და პოლიციას საკუთარი შეცდომის შესახებ აცნობა.
Tags:
msoflio
0 Comments