„ნებისმიერი აქცია, რომელიც მშვიდობიანია, არის დემოკრატიის გამოხატულება, მაგრამ აქცია, რომელზეც უკვე გვესმის მოსაზრებები და მოწოდებები ხელისუფლების დამხობაზე, ეს არის პირდაპირი გამოვლინება ჩვენი მტრის, რუსეთის მიზნების“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით ახალი სტატუსი მიიღო, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც ბითაძემ დაამატა, უკრაინასთან დაკავშირებით ერთადერთი განსხვავება წერია და ეს არის დეპოლარიზაციის შემცირება.
„დღევანდელი აქცია და ხელისუფლების დამხობის მოტივით მოწოდებები არის პოლარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესს ძალიან აზიანებს.
ძვირფას ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, რომ ევროკავშირთან ასოცირება არ ნიშნავს ხელისუფლების ლანძღვას, საკუთარი მოსახლეობის შეურაცხყოფას და პროცესის ხელშეშლას. ოპოზიციის ვალდებულებაც არის, ის ვალდებულებები შეასრულოს, რაც ევროკომისიის მიერ გაიცა დ ამაზე მსჯელობა 23-24 ივნისს იქნება“, – განაცხადა ბითაძემ.
Tags:
politika





0 Comments