გაუგებარია, რას ერჩოდნენ საქართველოს, ის, რაც პირობებად ჩამოთვლილია, რეალურ პირობად ვერ ჩაითვლება, რადგან იგივე პირობები აქვს დათქმული მოლდოვას და უკრაინას

„არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება გადაიხედოს ევროკომისიის მიერ აქამდე მოტანილი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, გაუგებარია, რას ერჩოდნენ საქართველოს. ის, რაც პირობებად ჩამოთვლილია, რეალურ პირობად ვერ ჩაითვლება, რადგან იგივე პირობები აქვს დათქმული მოლდოვას და უკრაინას, რაც შემდეგ უნდა შეასრულონ.

„ევროპელმა დიდმა პოლიტიკოსებმა მოლდოვას მისცეს კანდიდატობა და საქართველოს არა. ვინაიდან მოლდოვაში რუსეთის მხარდამჭერთა რიცხვი დიდია, შესაძლოა, სწორედ, ამ ხალხის მათკენ მოტრიალების გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ საქართველოს რას ერჩოდნენ, სრულიად გაუგებარია. ის, რაც პირობებად ჩამოთვლილია, რეალურ პირობად ვერ ჩაითვლება, რადგან იგივე პირობები აქვს დათქმული მოლდოვას და უკრაინას, რაც შემდეგ უნდა შეასრულონ. თუ მათთვის შეიძლებოდა მერე შესრულება, საქართველოსთვის რატომ არ შეიძლებოდა, სრულიად გაუგებარია. ისმის, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლო, სტრატეგიული შეცდომა იყოო და ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გადაიხედოს აქამდე მოტანილი გადაწყვეტილება, მაგრამ ბიუროკრატიული ინერციის გამო, დიდი ალბათობით, მაინც იგივე დარჩება“ – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.