კოტე ნატროშვილს, რომელმაც 7 ივნისს მცხეთაში, რესტორან მარანი ჰოლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე სოფიო ლეჟავამ გამოაცხადა. მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად სწორედ 20 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას მოითხოვდა.
საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა იარაღი 7 ივნისს რესტორან მარანი ჰოლის ეზოში შეიძინა. ნატროშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) წარედგინა.
წყარო: tabula.ge
Tags:
sazogadoeba





0 Comments