სალომე სამადაშვილი

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ად­გი­ლას ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი - ასი ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­და, რად­გან მო­ბეზ­რდა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ტყუ­ი­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რე­ბა, ამ ხალ­ხმა იცის წერა- კი­თხვა, მათ შო­რის უცხო ენებ­ზე და წა­ი­კი­თხა, რა თქვა ევ­რო­კავ­შირ­მა, - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს" დე­პუ­ტატ­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გუ­შინ და­ამ­ტკი­ცეს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი არის ევ­რო­პა, მისი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი არის სწო­რედ ევ­რო­პა­ში, მე­ო­რე მხრივ კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უთხრა, რომ არ და­უშ­ვე­ბენ, რომ "ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი მი­ით­ვი­სოს და სა­ნაგ­ვე­ზე გა­და­აგ­დოს რუს­მა ოლი­გარ­ქმა".

"მათ ად­გილ­ზე ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი რად­გან ქარ­თველ­მა ხალ­ხმა თა­ვის სათ­ქმე­ლი სამ­თავ­რო­ბო არ­ხე­ბის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც თქვა. 100 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვი­და, რად­გან მათ მო­ბეზ­რდათ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ტყუ­ი­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რე­ბა, მო­ბეზ­რდათ იმის მოს­მე­ნა, რომ თურ­მე ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის წი­ნა­ღო­ბა არის გე­ოგ­რა­ფია, ამ ხალ­ხმა იცის წერა-კი­თხვა, მათ შო­რის უცხო ენებ­ზე წერა-კი­თხვა და წა­ი­კი­თხა რა თქვა ევ­რო­კავ­შირ­მა, რო­მელ­მაც ნათ­ლად და­ა­სა­ხე­ლა, რა არის წი­ნა­ღო­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე, ეს არის რუ­სუ­ლი ოლი­გარ­ქი­უ­ლი რე­ჟი­მი და ის, რომ ამ რე­ჟიმ­მა გა­და­ხია მა­გა­ლი­თად, მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბა, დგას მარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ზე და გა­სა­გე­ბად გვი­თხრეს, რომ ოლი­გარ­ქი­უ­ლი რე­ჟი­მის დე­მონ­ტა­ჟია სა­ჭი­რო, თუ გვსურს, რომ ჩვე­ნი ად­გი­ლი მო­ი­პო­ვოთ ევ­რო­კავ­შირ­ში, რად­გან დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია მო­ა­ხერ­ხა უკ­რა­ი­ნამ, მოლ­დო­ვამ და გვი­თხრეს, რომ თქვენ ჯერ ვერ მო­ა­ხერ­ხეთ, ამი­ტომ ქუ­ჩა­ში ხალ­ხი გა­მო­ვი­და ორი მო­თხოვ­ნით, რომ ეს ქვე­ყა­ნა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო და მე­ო­რე - ჩა­მო­შორ­დეს ყვე­ლა წი­ნა­ღო­ბა გზი­დან ამ ამო­ცა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მო­ვის­მი­ნეთ ნა­თე­ლი გა­ნა­ცხა­დი, რომ კმა­რა სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა!"- გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.