მოსკოვმა თქვა, რომ ის "უკიდურესად ნეგატიურად" არის განწყობილი უკრაინისთვის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე.
ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო პოლიტოლოგი ალექსანდრე პერენჯიევის თქმით, თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს უკრაინას მიაწოდოს იარაღი, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს რუსეთში მიზნებს, ქვეყანა იძულებული იქნება დარტყმა მიაყენოს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, რათა თავიდან აიცილოს მიწოდება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეგრამ არხები ავრცელებენ.
ასევე, შეერთებულ შტატების მიერ უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდება დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
Tags:
msoflio





0 Comments