ვერძი
მიუხედავად იმისა, რომ ივნისის დასაწყისში ვერძებს სირთულეები და ქაოსი ელით, შემდეგ დღეებში ყველაფერი დალაგდება და უკეთესობისკენ შეიცვლება.
გარდა იმისა, რომ მარსი იქნება ვერძში, ბედნიერების პლანეტა იუპიტერიც ამ ნიშანში განთავსდება და ივნისში ვერძები ყველაზე ბედნიერები იქნებიან.
კურო
კუროები ივნისში ყველა ძალისხმევას მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართავენ, ამიტომაც მათ უკეთესობა საქმიან სფეროში ელით.
კურო დააგროვებს, ან გამოიმუშავებს სოლიდურ თანხას, მაგრამ არ ღირს მისი სპონტანურ საყიდლებზე დახარჯვა, უკეთესია ის მომგებიან საქმეში ჩადოთ, რათა მომავალშიც გაგიმართლოთ.
ლომი
ლომისთვის ივნისი წლის იდეალური დროა. მას შეუძლია იმ მიზნებისა და გეგმების რეალიზება, რაზეც დიდი ხანია ფიქრობს. ლომებს სამსახურეობრივ კარიერაში გაუმართლებთ მათ ელით დაწინაურება, ახალი მსხვილი ბიზნესი, სარფიანი გარიგებები და სხვ.
მერწყული
მერწყულებს ივნისში ბევრი ახალი ურთიერთობა ელით, მაგრამ მათ ასტროლოგები აფრთხილებენ - სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები, რათა არ დაკარგოთ სამსახური, ოჯახი, მეგობრები.
Tags:
es-sainteresoa





0 Comments