kaxa kaladze

თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს, პოლიტიკაში დააბრუნებენ, ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ, იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, ტყუილად ცდილობენ. არავის არაფერი არ გამოუვა. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე, რაც ქვეყანას გაუკეთა, იყო მისი პოლიტიკაში მოსვლა და იმ ბოროტების და ქვეყნის მტრების მოცილება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სახით იყო წარმოდგენილი.

აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.