ყოფილი პრეზიდენტები და პარლამენტის სპიკერები ევროსაბჭოს წერილს უგზავნიან

2016 წლამდე თანამდებობაზე მყოფი საქართველოს პრეზიდენტები და პარლამენტის სპიკერები ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს კანდიდატის სტატუსის მონიჭების თხოვნით წერილს უგზავნიან.

როგორც ცნობილია, გზავნილს ხელს აწერს 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი. მათ შორის არიან მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები: აკაკი ასათიანი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი.

“მე დავინახე სამი შესაძლებლობა ამ მიმართულებით. პირველი ეს იყო საზოგადოებრივი პოზიციის გამოხატვა და ეს გამოხატული იქნა გუშინ წინ ზე აღმატებული ფორმით. მეორე იყო ამ წერილზე პოლიტიკური კლასის, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების ერთიანობის გამოხატვა და ეს გამოიხატა 2016 წლამდე ჩათვლით. მესამე ჩემი აზრით არის პოლიტპატიმრების გამოშვება.

კიდევ 3 დღეა 24 რიცხვამდე, თუ სააკაშვილს გაუშვებენ სამკურნალოდ და გვარამიას გამოუშვებენ, ჩემი აზრით, ეს სერიოზული არგუმენტი იქნება. მე არ ვიცი გვარამიას მანქანის არასწორ მოხმარებაზე საპყრობილეში ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია თუ საქართველოს ევროპული პერსპექტივა”, – აცხადებს მარგველაშვილი.

საგულისხმოა, რომ გზავნილს ხელს არ აწერს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არცერთი “ქართული ოცნების” წევრი.

ცნობისთვის, ევროკომისია 24 ივნისს გადაწყვეტს მიანიჭებს თუ არა კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს.