ან ახლა, ან შეიძლება აღარასოდეს - 3 ივლისს, მე, პუტინის პირადი ტყვე, მთელი სულით და გულით ვიქნები რუსთაველზე - მიხეილ სააკაშვილი

"შე­იძ­ლე­ბა, უდი­დე­სი ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­გე­დი­ის მომსწრე­ნი გავ­ხდეთ. დავ­რჩეთ ევ­რო­პი­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გა­რე­შე და რუ­სე­თის უბ­რა­ლო გუ­ბერ­ნი­ად ვიქ­ცეთ, რომ­ლის ერთი ბინ­ძუ­რი ჩექ­მა უკვე აწ­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხე­ულს", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მის პი­რად გვერ­დზე გავ­რცელ­და.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა სიმ­შვი­დე, სიმ­ტკი­ცე და "არა­ვის უნდა და­ვუ­ტო­ვოთ სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბის შერ­ყე­ვის შან­სიც კი, რათა ერთ დროს მო­წი­ნა­ვე და ახლა მა­ჩან­ჩა­ლა ქვე­ყა­ნა, ისევ ლი­დე­რად ვაქ­ცი­ოთ“.

"მინ­და შე­ვახ­სე­ნო ყვე­ლას, რომ 2004 წლის იან­ვარ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ავ­წი­ეთ და და­ვა­კა­ნო­ნეთ ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა. ჩემს ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე პირ­ვე­ლად გა­იჟ­ღე­რა სი­ხა­რუ­ლის ოდამ. მას შემ­დეგ, ევ­რო­პის­კენ სვლა არ შეგ­ვი­წყვე­ტია და ამას მა­შინ ევ­რო­პა­შიც კი, ბევ­რი ალ­მა­ცე­რად უყუ­რებ­და.

აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის შექ­მნამ, რომ­ლის სა­თა­ვე­შიც ხოსე მა­ნუ­ელ ბა­რო­სოს­თან, კარლ ბილ­დტ­თან და რა­დეკ სი­კორსკის­თან ერ­თად მეც ვი­დე­ქი, სა­ბო­ლო­ოდ გა­მოგ­ვგლი­ჯა მხო­ლოდ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­უ­რი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნად გვაქ­ცია.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა სარ­კო­ზიმ, 2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, თბი­ლი­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე პირ­ვე­ლად წარ­მოთ­ქვა ის­ტო­რი­უ­ლი სი­ტყვე­ბი: "სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი". ეს არ თქმუ­ლა არც უკ­რა­ი­ნა­ზე და არც მოლ­დო­ვა­ზე. მე ღრმად მწამს, რომ უძ­ვე­ლე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვეყ­ნის ად­გი­ლი იყო ევ­რო­კავ­შირ­ში. ეს გზა კი არ იყო ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი.

რო­დე­საც 2007 წელს ხალ­ხი გა­მო­ვი­და, მე გა­დავ­დე­ქი, ხოლო 2012 წელს, მას შემ­დეგ, რაც ხალ­ხი მა­სობ­რი­ვად გა­მო­ვი­და ქუ­ჩა­ში, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ვი­ყა­ვით რე­გი­ო­ნის ლი­დე­რე­ბი რე­ფორ­მებ­ში, მშვი­დად და ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე გა­და­ვა­ბა­რეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. 2008 წელს, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის თა­ნად­გო­მა­მაც გა­და­არ­ჩი­ნა.

ახლა კი, შე­იძ­ლე­ბა, უდი­დე­სი ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­გე­დი­ის მომსწრე­ნი გავ­ხდეთ. დავ­რჩეთ ევ­რო­პი­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გა­რე­შე და რუ­სე­თის უბ­რა­ლო გუ­ბერ­ნი­ად ვიქ­ცეთ, რომ­ლის ერთი ბინ­ძუ­რი ჩექ­მა უკვე აწ­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხე­ულს. ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წამ­სვლე­ლე­ბი არი­ან ძა­ლი­ან ცოტა და სუს­ტი, ხალ­ხი კი ძა­ლი­ან ბევ­რი და ძლი­ე­რია. სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სწორ მხა­რე­საა.

ახლა ჩვენ გვჭირ­დე­ბა სიმ­შვი­დე, სიმ­ტკი­ცე. არა­ვის და­ვუ­ტო­ვოთ სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბის შერ­ყე­ვის შან­სიც კი, რათა ერთ დროს მო­წი­ნა­ვე და ახლა მა­ჩან­ჩა­ლა ქვე­ყა­ნა, ისევ ლი­დე­რად ვაქ­ცი­ოთ.

მე ვი­ჯე­ქი სტრას­ბურ­გში ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გვერ­დით, რო­დე­საც მან წარ­მოთ­ქვა თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი ფრა­ზა. ახლა, რო­დე­საც ყვე­ლა­ფერს, რის­თვი­საც ამ­დე­ნი თა­ო­ბა იბ­რძო­და, წყალ­ში გვიყ­რი­ან, მინ­და გა­ვი­მე­ო­რო და გან­ვავ­რცო ეს ფრა­ზა: ჩვენ ვართ ქარ­თვე­ლე­ბი, მა­შა­სა­და­მე ევ­რო­პე­ლე­ბი, მა­შა­სა­და­მე მაგ­რე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის დაც­ვა!
რო­დე­საც ბა­თუმს ვა­შე­ნებ­დით, ლა­ზი­კას ვაპ­რო­ექ­ტებ­დით, სიღ­ნაღს და ბევრ ად­გილს ვქმნი­დით, ყო­ველ­თვის მსურ­და, რომ ყო­ფი­ლი­ყო რო­გორც ევ­რო­პა­შია. ჩვენ იმის­თვის კი არ ვშრო­მობ­დით, რომ ჩვენს ქა­ლა­ქებ­ში ბი­ნე­ბი რუ­სებს ეყი­დათ და ქარ­თვე­ლე­ბი მარ­წყვის საკ­რე­ფად გა­ეშ­ვათ გერ­მა­ნი­ა­ში. არა­მედ იმის­თვის, რომ ამ ევ­რო­პულ გა­რე­მო­ში ჩვენ გვე­ცხოვ­რა ევ­რო­პუ­ლად.

ახლა დგე­ბა სი­მარ­თლის მო­მენ­ტი. ან ახლა, ან შე­იძ­ლე­ბა აღა­რა­სო­დეს. რო­გორც არას­დროს, მჯე­რა ჩვე­ნი ხალ­ხის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, სწო­რი გან­სჯის და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის.

ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლო დას­ვა მსოფ­ლიო რუ­კა­ზე და ახლა, ჩვენ იქ ხე­ლახ­ლა უნდა დავ­ბრუნ­დეთ.

3 ივ­ლისს, მე, პუ­ტი­ნის პი­რა­დი ტყვე, მთე­ლი სუ­ლით და გუ­ლით ვიქ­ნე­ბი რუს­თა­ველ­ზე, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტის და მი­სი­ის გან­ცდით დავ­ბრუნ­დი - ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო დროს ჩვე­ნი ხალ­ხის გვერ­დით.

ახალ­გაზ­რდო­ბის დიდი იმე­დი მაქვს. ჩვენ ყვე­ლა­ნი ხი­დად უნდა გა­ვე­გოთ მათ, რათა ამ თა­ვი­სუ­ფალ­მა თა­ო­ბამ, პირ­ველ რიგ­ში, სწორ ნა­პირ­ზე გა­დას­ვლა მო­ა­ხერ­ხოს.

დღეს ჩვენ ვართ ერთი პარ­ტია. მას სა­ქარ­თვე­ლო ჰქვია. ამ პარ­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის გა­მარ­ჯვე­ბა. ის ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეა. იმე­დით აღ­სავ­სე ქარ­თვე­ლი და ამა­ყი უკ­რა­ი­ნე­ლი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი”, - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.