“ვარ 50 წლის ქალი, მაქვს უზრუნველი ცხოვრება, მაგრამ მზად ვარ მიშას ნაცვლად ციხეში ჩავჯდე… რატომ?! – ახლავე გეტყვით…” – ნინო მოზესი მიმართვას ავრცელებს

გერმანიაში მცხოვრები ნინო მოზესი, რომელიც ფეისბუქ მომხმარებლებმა დომენიკ მანგოსთან ერთად გაიცნეს, მზად არის, 20 წლიანი ემიგრაცია დაასრულოს, ჩამოვიდეს საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად ჩაჯდეს ციხეში და დაიწყოს ორად გახლეჩილი საზოგადოების შერიგება. ამის შესახებ მან ღია წერილში დაწერა, რომელიც ნიკა გვარამიას გაუგზავნა.