კა­ნიე უეს­ტი­სა და მისი მე­უღ­ლის, ბი­ან­კა ცენ­სო­რის ექ­სცენ­ტრუ­ლი იმი­ჯი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ო­ცე­ბას არ წყვეტს, თუმ­ცა ამ­ჯე­რად წყვილ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ურპრი­ზი ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებ­სა და პა­პა­რა­ცებს მო­უ­წყო. 31 წლის ავ­სტრა­ლი­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი და მო­დე­ლი თბი­ლის­ში, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, შო­კის­მომ­გვრე­ლი და მე­ტის­მე­ტად თა­მა­მი ჩაც­მუ­ლო­ბით გა­მოჩ­ნდა.



კა­ნიე უეს­ტი (Ye) და ბი­ან­კა ცენ­სო­რი თბი­ლი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ლო­კა­ცი­ის, კაფე „სტამ­ბის“ და­ტო­ვე­ბი­სას და­ა­ფიქ­სი­რეს. ბი­ან­კას სრუ­ლი­ად გამჭვირ­ვა­ლე, ბადე-ქსო­ვი­ლის შავი კაბა ეცვა, რო­მელ­საც წინ ბეწ­ვით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. სა­მო­სი იმ­დე­ნად თა­მა­მი იყო, რომ მო­დე­ლის უკა­ნა­ლი სრუ­ლად ჩან­და, რა­მაც აშ­კა­რა გა­ხა­და, რომ მან ამ სა­ღა­მოს საც­ვლე­ბის ჩაც­მა­ზე უარი თქვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან იმიჯს შავი თრენ­ჩიც შე­მა­ტა.



მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბი­ან­კამ სხე­უ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ა­ჩი­ნა, სა­ხის და­ფარ­ვა მა­ინც სცა­და. მას დახ­ვე­წი­ლი, ორ­ნა­მენ­ტე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი კა­ტის შავი ნი­ღა­ბი ეკე­თა, რაც მის იერ­სა­ხეს მის­ტი­კუ­რო­ბას სძენ­და. კა­ნიე უეს­ტი, რო­გორც ყო­ველ­თვის, მე­უღ­ლის გვერ­დით იყო და წყვილ­მა მყუდ­რო, რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მო თბი­ლის­ში გა­ა­ტა­რა...წყა­რო